საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ფინეთს თებერვალში უმასპინძლებს

AutoSharing Option
წლეულს დევისის თასის გათამაშებაზე მეორე ევროაფრიკულ ზონაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა დანიელებთან მშრალი ანგარიშით დათმო, მაგრამ შემდეგ ზიმბაბვეს აჯობა 3:2 და მეორე ზონაში, სადაც 16 გუნდია, ადგილი შეინარჩუნა.

ამას წინათ დევისის თასის 2017 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა. ევროაფრიკული მეორე ზონის წარმომადგენლები პირველ პაექრობას 3-5 თებერვალს გამართავენ. ჩვენი ნაკრები თბილისში ფინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

შარშან ფინელებმა პირველ წრეში ზიმბაბვეს მოუგეს 4:1, მერე კი ჩვენების მძლეველ დანიელებთან დამარცხდნენ და პირველი ჯგუფის საგზურისთვის ბრძოლასაც გამოეთიშნენ.

თებერვალში საქართველო-ფინეთს შორის გამარჯვებული მეორე რაუნდში 7-9
აპრილს მაგადასკარ-ლიტვას შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული