ქართველი ჩოგბურთელები: გორგოძემ და ცივაძემ თითო ბარიერი გადალახეს

AutoSharing Option
4 ოქტომბერს იტალიაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი ეკატერინე გორგოძეც ჩაება.

ერთეულებში იგი მერვე ნომრად არის განთესილი და დღეს სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ელენა ინ-ელბონს (შვეიცარია) დაუპირისპირდება. წყვილებში კი გუშინ გორგოძემ და კატინკა ფონ დეიჩმანმა (ლიხტენშტეინი) ამანდა კარერასსა (კანადა) და მარტინა სპიგარელის (იტალია) ორ სეტში აჯობეს - 6:4, 6:3.

მეოთხედფინალში ეკატერინე და კატინკა შარლოტ რობილარ-მილეტისა (კანადა) და კიმბერლი ზიმერმანს (ბელგია) შეხვდებიან, რომლებმაც პირველ წრეში მეოთხე ნომრად განთესილ პეტრა კრეიშოვასა (ჩეხეთი) და ჩანთალ სკამლოვას (სლოვაკეთი) გადაუღობეს გზა - 7:6,
1:6, 10:8.

* * *
ჩიმკენტის (ყაზახეთი) ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში გიორგი ცივაძე განთესვით მერვე ნომერია. ერთეულთა პირველ წრეში მან მიხაილ ფუფიგინი (რუსეთი) დაამარცხა - 7:5, 6:2. მეორე წრეში ყაზახი ჟანსულტან ჩემბოტაიევის მძლეველ (6:3, 6:4) კრისტიან ლოზანს (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში რუს ალექსანდრ პავლიუჩენკოვთან ერთად გზიდან მასპინძლების - დიას მეირბეკისა და როდიონ პაკის ჩამოშორების შემდეგ მეოთხედფინალში ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - მიხაილ ფიფუგინსა (რუსეთი) და ვლადიმირ ივანოვს (ესტონეთი) დაუპირისპირდება.

* * *
პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე წყვილებში დღეს ითამაშებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ესპანელ ლარა არუაბარენასთან ერთად მე-2 წრეში სლოვენიელებთან - ანდრეა კლეპაჩსა და კატარინა სრებოტიკთან გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ქალთა 10.000-იან ტურნირში ითამაშებს ანა ქადაგიძე. ერთეულებში ვიქტორია არიადნა ბეკიოს (არგენტინა) შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს მერვედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ანა მორგინა (რუსეთი) ელოდება.

წყვილებში ქადაგიძე გერმანელ ვაგნერთანაა შეამხანაგებული. სტარტზე ისინი პაულინა ჟარნიკისა (პოლონეთი) და სარაჰ-რებეკა სეკულიჩის (გერმანია) წინააღმდეგ ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული