ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძეს ერთმა ხელმა ვერ უშველა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ სანტა მარგარიტა დი პულას ქალთა 25.000-იან ტურნირში ჩაება და წყვილებში გერმანელ ლიზა პონომარისთან ერთად ასპარეზობას ჩამოშორდა.

ქართულ-გერმანულმა დუეტმა სტარტზე შეჯიბრების რეიტინგფავორიტებს - ლინა ჯორჯესკას (მაკედონია) და ანასტასია კომარდინას (რუსეთი) პირველი ხელი დამაჯერებლად მოუგო - 6:1, შემდეგ სეტებში კი ინიციატივა დათმო და 5:7, 3:10 დამარცხდა.

ერთეულებში გორგოძე მე-8 ნომრად განთესილ მასპინძელს - ჯესიკა პერის შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს მერვედფინალში ტერეზა მრდეზა (ხორვატია) ელოდება, რომელმაც გუშინ ალბერტა ბრიანტის (იტალია) აჯობა - 6:2, 6:3.

* * *
ჩინურ ტიანძინში ჩოგბურთელ ქალთა 500.000-იან საერთაშორისო ტურნირზე დღეს გაირკვევა წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვას და ესპანელი ლარა არუაბარენას დუეტის მეოთხედფინალის მეტოქე: ერთმანეთს ჩინელები - სინუინ ჰანი, კაი ლინ ჟანი და სინიუ გაო, იინ ჟანი დაუპირისპირდებიან.

* * *
აქვე შეგახსენებთ, რომ ეგვიპტური შარმ ელ შეიხის ქალთა 10.000-იან ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე ერთეულებში შვედ ჟაკლინ კაბაი ავადის გაუწევს მეტოქეობას, წყვილებში უკრაინელ ალონა ფომინასთან ერთად პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული