მეორე სეტის ტაიბრეიკამდე, ნადალმა მატჩბოლი მოიგერია, თუმცა მე-13 გეიმში სუსტად გამოიყურებოდა და ვერაფერი გააწყო ტროიცკის კარგი თამაშის წინააღმდეგ. სერბმა ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, 11 ეისი ჩააწოდა და რაც მთავარია, ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა რაფას. შეხვედრა საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ტროიცკიმ პირველად
საინტერესო იყო მატჩის შემდეგ რაფაელის კომენტარი. როგორც ნადალმა განაცხადა, სეზონის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობს.
"ჩემთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია და მე ვიღებ ამას. ვერ ვიტყვი რას გავაკეთებ მომდევნო თვეში. არ ვარ დარწმუნებული საკუთარ კალენდარში.
ისიც კი არ ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ მომავალ სეზონს ასი პროცენტით მზად შევხვდე. ხანდახან, სწორი გადაწყვეტილებაა - გაჩერდე და ივარჯიშო. შესაძლოა, დღეს სწორედ ეს მომენტი დგას", - განაცხადა რაფამ.
სავარაუდოდ, ნადალის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში, რომელიც 13-20 ნოემბერს ლონდონში გაიმართება. შეგახსენებთ, ამ ტურნირში ასევე არ ითამაშებს როჯერ ფედერერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"