ქართველი ჩოგბურთელები: გორგოძემ და ბოლქვაძემ პირველი ბარიერი გადალახეს

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ სანტა მარგარიტა დი პულაში ქალთა 25.000-იან ტურნირზე ერთეულებში წარმატებით ითამაშა ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ - პირველ წრეში მან მე-8 ნომრად განთესილი მასპინძელი ჯესიკა პერი დაამარცხა - 6:4, 6:2 და მერვედფინალში გავიდა, სადაც იტალიელი ალბერტა ბიანტის მძლეველ ხორვატ ტერეზა მრდეზას დაუპირისპირდება.

* * *
ჩინურ ტიანძინში ჩოგბურთელ ქალთა 500.000-იან საერთაშორისო ტურნირზე გაირკვა წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვას და ესპანელი ლარა არუაბარენას მეტოქეები: ჩინელებმა - ქსინიუ გაომ და იინ ჟანიმ თანამემამულეები - ქსინუინ ჰანი და კაი ლინ ჟანი დაამარცხეს - 1:6,
6:1, 10:4.

ქართულ-ესპანური დუეტი დღეს მეოთხედფინალში აზიელებს შეხვდება. გამარჯვებულ ტანდემს ნახევარფინალში კრისტინა მაკჰეილი (აშშ) და შუაი პენი (ჩინეთი) ელოდება, რომლებმაც ევგენია როდინა (რუსეთი) და იან ვანი (ჩინეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 6:0.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ იაპონელების - ჰიროკო კუვატა, აიაკა ოკუნოს მძლეველი (7:5, 6:3) მაგდა ლინეტე (პოლონეთი) და იი-ფან ქსუ (ჩინეთი). მათი მეტოქე დღეს გაირკვევა - ოლგა სავჩუკ (უკარინა)-იაფან ვანისა (ჩინეთი) და კატარჟინა პიტერ (პოლონეთი)-იპეკ სოილუს (თურქეთი) შორის უძლიერესი.

* * *
ეგვიპტური შარმ ელ შეიხის ქალთა 10.000-იან ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ ერთეულებში შვედი ჟაკლინ კაბაი ავადი დაამარცხა - 1:6, 6:4, 6:2 და მერვედფინალში მეტოქეობას გაუწევს მეორე ნომრად განთესილ მელენი კლაფნერს (ავსტრია), რომელმაც სტარტზე თანამემამულე ალენა ვეისს აჯობა - 6:2, 6:1.

წყვილებში უკრაინელ ალონა ფომინასთან შეამხანაგებული ბოლქვაძე პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებმება. აქ მე-4 ნომრად განთესილ ქართულ-უკრაინულ დუეტთან ურთიერთობას გაარკვევენ უნგრელები - ბიანკა ბეკეფი და საბინა სლავიკოვიჩი, რომლებმაც გუშინ ბრიტანელები - სუზი ლარკინი და მირაბელ ჟოზე დაჯაბნეს - 6:2, 5:7, 10:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული