ქართველი ჩოგბურთელები: საკუთარ რეკორდთან ახლოს

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელი ქალები რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც წყვილებში 45-ე საფეხურზე აინაცვლა (მას საუკეთესო შედეგი - 43-ე ადგილი - წლეულს 13 ივნისს ჰქონდა), მოსკოვში იმყოფება და კრემლის თასზე (საპრიზო ფონდი 758.788 დოლარი) იასპარეზებს. დღეს პირველ წრეში ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან ერთად მასპინძლებს - ნათელა ძალამიძესა და ვერონიკა კუდერმეტოვას გაუწევს მეტოქეობას.

წარმატების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ქართულ-ლატვიური დუეტი ჩეხებს - ანდრეა ჰლავაჩკოვასა და ლუსი ჰრადეცკას დაუპირისპირდება, რომლებმაც გუშინ ვალენტინე ივახნენკო (რუსეთი) და ალიცია როსოლსკა (პოლონეთი) ჩამოიშორეს გზიდან -
6:0, 4:6, 10:6.

პირველი ბარიერის გადალახვით ჩოგბურთელები 100 სარეიტინგო ქულას დაიმსახურებენ.

* * *
საფრანგეთის ქალთა 50.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ჩაება ეკატერინე გორგოძე. გუშინ იგი მასპინძელ მანონ არკანგოლის შეხვდა.

ეს ჩოგბურთელები პირველად ორი წლის წინათ იტალიის 15.000-იან საერთაშორისო შეჯიბრებაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ გორგოძემ 6:4, 6:2 გაიმარჯვა, გუშინ კი ორივე სეტი საათსა და 20 წუთში დათმო - 2:6, 3:6.

წყვილებში ჩვენებური ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან ერთად ტურნირზე ველური ბარათით მიწვეულ ფრანგებთან - ფიონა ფეროსა და მარგო ეროლიმოსთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ანტალიის 10.000-იან ტურნირში ჩაებმება სოფიო ქვაცაბაია. მეორე ნომრად განთესილ ქართველ ჩოგბურთელს სტარტზე მეტოქედ ბერძენი ვანესა პაპა ეყოლება.

წყვილებში იგი ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და პირველ წრეში ვანესა პაპა (საბერძნეთი)-კატერინა რომანიუტას (რუსეთი) დუეტს გამოცდის.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ქართველები მსოფლიო კლასიფიკაციაში, წყვილებში კალაშნიკოვას გარდა, ჩამოქვეითდნენ. გაუწყებთ მათს მაჩვენებლებს:

ერთეულები: 192 (190). სოფიო შაფათავა (284), 270 (269). ეკატერინე გორგოძე (173), 459 (458). მარიამ ბოლქვაძე (70), 521 (481). სოფიო ქვაცაბაია (53), 798 (794). ოქსანა კალაშნიკოვა (18), 1079 (1072). ანა შანიძე (7).

წყვილები: 45 (47). კალაშნიკოვა (1755), 188 (168). შაფათავა (360), 273 (262). გორგოძე (226), 391 (365). ქვაცაბაია (130), 589 (588). ბოლქვაძე (62), 719 (712). თათია მიქაძე (37), 1149 (1139). შანიძე (10), 1281 (1274). ლანა კენჭიაშვილი (3).

უკეთესი მდგომარეობა არც ვაჟებში გვაქვს:
109 (104). ნიკოლოზ ბასილაშვილი (545), 389 (340). ალექსანდრე მეტრეველი (112), 814 (829). გიორგი ცივაძე (22), 1752 (1752). ალექსანდრე ბაკში (1), 1752 (1752). შოთა მეფარიძე (1), 2062 (2057). გიორგი ჯავახიშვილი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული