ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს "ვიენა ოუფენზე", რომლის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდიდესი სენსაცია მოახდინა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7 (5), 7:5.

ეს შეხვედრა ტურნირის პირველ წრეში გაიმართა, სადაც მსოფლიოს 107-ე ჩოგანი საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა, ხოლო ბერდიხი მე-2 ნომრად იყო განთესილი.

ბრძოლა ორსაათნახევარს გასტანა და ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვებასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, თუმცა ჯერ მე-2 სეტი დათმო ტაი-ბრეიკში, შემდეგ მეტოქეს 4:1 "ამოაქაჩინა". საბოლოოდ, ჩვენებურმა მაინც გატეხა სახელოვანი მეტოქე და მეორე წრეში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

27
ოქტომბერს ბასილაშვილის მორიგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვია (63). ჩვენებურმა უკვე გამოიმუშავა 65 ქულა (20 საკვალიფიკაციოს მოგებისთვის) და 25 ათასი ევრო.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Georgian Nikoloz Basilashvili celebrates his first top 10 victory defeating Tomas Berdych
მკითხველის კომენტარები / 12 /
Warmatebebi kidev ert magar kartvels
luna
26 ოქტომბერი 2016 12:09
0
ჩოგბურთი საკმაოდ ძვირიანი სპორტია.ნიკამ რასაც მიაღწია,მხოლოდ საკუთარი ოჯახის დახმარებით.იქნებ სახელმწიფომაც მიაქციოს ყურადღება....
იქნებ.........
25 ოქტომბერი 2016 13:42
0
ძალიან გამიხარდა ნიკას გამარჟვება.
ნიკას ადრეც დაუმარცხებია ძალიან ძლიერი მეტოქეები,მაგრამ გამძლეობა (არ ვიცი უფრო ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური)არ ჰყოფნიდა ხოლმე ხანგრძლივ დისტანციაზე,მაგრამ ძალიან შრომისმოყვარეა და მჯერა რომ სტაბილური წარმატებები შორს აღარ არის,ყოველ შემთხვევაში ასეული მისთვის პრობლემა არ იქნება.
სულ გამარჯვებები,ნიკა!
სოსო
25 ოქტომბერი 2016 12:14
0
ვინმემ ჰკითხა რითი დაგეხმაროთო?
ჰკითხეთ და გაიგებთ რამდენი რამე
აკლია სხვა ცნობილ და წამატებულ
ჩოგბურთელებთან შედარებით. აბა ჰე და აბა ჰო-თი პირველი ჩოგანი ჯერ არავინ არ გამხდარა.
ვეტერანი
25 ოქტომბერი 2016 11:21
0
ნიკოლოზ გაიხარე, ბოლოსდაბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა გააგრძელოს მეტრეველის და კაკულიას მემკვიდრეობა საქართველოში. უფალი იყოს შენი შემწე.
gizog
25 ოქტომბერი 2016 11:18
0
ნიკოლოზს ყველა საჩოგბურთო კომპონენტი აქვს არამარტო ასეულში, არამედ ოცეულში მოსახვედრადაც! მას უკვე არანაირი დახმარება აღარ სჭირდება,გარდა ერთისა - საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა!!!!!! ...ასე რომ, ყველაფერი მის ხელშია...
fan.ge
25 ოქტომბერი 2016 10:09
0
ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან გაგვახარა, წესით ხაჩანოვსაც უნდა მოუგოს, მიდი ნიკა კიდევ გაგვახარე!!!
gio
25 ოქტომბერი 2016 09:51
0
ნიკოლოზ არ მოდუნდე და კონცეტრაცია არ დაკარგო. ეტხელ მახსოვს ლაბაზემ ნადალს მოუგო და შემდეგ ტურში გაურკვეველ სპორცმენტან წააგო. აბა შენ იცი. წარმატებები.
kaxa
25 ოქტომბერი 2016 09:20
0
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბასილაშვილი რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის უპრობლემოდ უნდა იყოს, თუ... თუ ვარჯიშს ცოტას მოუმატებს
აი ამ გამარჯვებამ როგორ გაახარა ხალხი! ამაზე უნდა იფიქროს ნიკამ და უფრო მოინდომოს
მერაბი გ.
25 ოქტომბერი 2016 08:16
0
ყველას ვისაც კი ოდნავ მაინც შეუძლია
დაეხმარეთ მას,რომ ფეხი მოიკიდოს
ასეულში და დამკვიდრდეს იქ ,თქვენ
ვერ წარმოიდგენთ რამხელა კულტურის და ცივილიზებულობის ნიშანია მისი იქ ყოფნა. ეს ნიკოლოზზე მეტად საქართველოს სჭირდება. აზრზე არაა
ხალხი რა ძნელია იქ მოხვედრა, ჩვენს
პირობებში კი წარმოუდგენელი.
ვეტერანი
25 ოქტომბერი 2016 07:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული