მარია შარაპოვა რეიტინგიდან გაქრა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა WTA-ის კლასიფიკაციიდან ამოშალეს. მან ბოლო სარეიტინგო ქულები ზუსტად ერთი წლის წინათ, სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე დააგროვა და ახალ რეიტინგში, ეს ქულები აღარ ითვლება.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა პროფესიულ ტურს 2017 წლის 26 აპრილს დაუბრუნდება.

ქალებს შორის ახალი რეიტინგის ტოპ-ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, სამაგიეროდ, მცირე ცვლილებებია კაცების TOP10-ში. კერძოდ, როჯერ ფედერერმა, რომელიც ზაფხულის შემდეგ არ თამაშობს, ერთი საფეხურით ზემოთ აიწია - ჩამოაქვეითა გაელ მონფილსი. გარდა ამისა, ადგილები გაცვალეს დომინიკ ტიმმა და ტომაშ ბერდიხმა.

კვირას,
რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ხუან მარტინ დელ პოტრომ პირველი ტიტული მოიგო 2014 წლის იანვრის შემდეგ, რისი წყალობითაც, 42-ე ადგილზე გადავიდა.

WTA. TOP10
1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) 8 000
2(2). სერენა უილიამსი (აშშ) 7 050
3(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 975
4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 728
5(5). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4 100
6(6). გარბინ მუგურუსა (ესპ) 3 736
7(7). მედისონ კისი (აშშ) 3 637
8(8). დ. ციბულკოვა (სლოვაკ) 3 625
9(9). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3 490
10(10). იოჰანა კონტა (ბრიტ) 3 455

7(6). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 815
8(12). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 320
7(7). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 3 551
8(8). რობერტა ვინჩი (იტა) 3 465
8(8). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 260
10(9). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 2 800
7(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 763
10(9). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 580

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 12 900
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 10 485
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 820
4(4). მილოშ რაონიჩი (კან) 4 690
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 650
6(6). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 380
7(8). როჯერ ფედერერი (შვეიც) 3 720
8(7). გაელ მონფილსი (საფ) 3 635
9(10). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 250
10(9). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 060

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული