ოქსანა კალაშნიკოვამ რეიტინგში პირადი რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ქალთა ბოლო საერთაშორისო ტურნირებში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა წყვილებში თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და მის რეიტინგსაც დაეტყო - 1755 ქულით 43-ე საფეხურზე აღზევდა, რაც მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.

ეს მაჩვენებელი ქართველ ჩოგბურთელს წლეულს, 13 ივნისს ჰქონდა. რადგან სიტყვა კლასიფიკაციაზე ჩამოვარდა, წინა კვირის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო ასოციაციის განახლებულ რეიტინგებში ჩვენებურთა მონაგარს გაგაცნობთ:

ერთეულები. 192 (196). სოფიო შაფათავა (277 ქულა), 271 (270). ეკატერინე გორგოძე (171), 449 (459). მარიამ ბოლქვაძე (73), 528 (521). სოფიო ქვაცაბაია (52), 794 (798). ოქსანა კალაშნიკოვა (18), 1086 (1079). ანა
შანიძე (7).
წყვილები. 43 (45). კალაშნიკოვა (1755), 198 (188). შაფათავა (349), 275 (273). გორგოძე (221), 413 (391). ქვაცაბაია (119), 545 (589). ბოლქვაძე (73), 722 (719). თათია მიქაძე (37), 1148 (1149). შანიძე (10), 1286 (1281). ლანა კენჭიაშვილი (3).

მიმდინარე კვირას სოფიო შაფათავა ჩინურ ლიუჟოუს 50.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. ერთეულებში იგი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელოდება მეტოქეს, წყვილებში კი რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად მასპინძლებს - ძიუ სუნსა და ჟანლან ვეის შეხვდება.

დიდ ბრიტანეთში 10.000-იან ტურნირში ითამაშებს მარიამ ბოლქვაძე. სავარაუდოდ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი. გუშინ, გვიან საღამოს მისი მეტოქეები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

სამაგიეროდ, ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ერთეულებში შეჯიბრების რეიტინგფავორიტი სოფიო ქვაცაბაია ანდრინა პეერის (შვეიცარია) გაუწევს მეტოქეობას, ხოლო წყვილებში ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად, ვისთანაც წინა ტურნირში ნახევარფინალს უწია, იულია გრობლევსკას (გერმანია) და კატერინა რომანიუტას (რუსეთი) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული