30 წლის ესპანელის "ტვიტერი" იტყობინება, რომ რაფა დეკემბერში გამოვა აბუ დაბის საგამოფენო ტურნირზე, რომელიც, ტრადიციულად, ახალ წლამდე იმართება. სხვათა შორის, ნადალი მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი არ გამოჩენილა კორტზე შანხაის "მასტერსის" შემდეგ, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა. საერთოდაც, ნადალისთვის 2016 წლის სეზონი შემოკლებული იყო, რისი მიზეზიც ტრავმებია. ორშაბათს განახლებული რეიტინგის მიხედვით, რაფაელი მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
დავამატებთ, რომ აბუ დაბიში, როგორც წესი, წამყვანი ჩოგბურთელები თამაშობენ. ჯერჯერობით, 2016 წლის ტურნირში მონაწილეობა დადასტურებული აქვთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"