ქართველი ჩოგბურთელები: ოთხი მოგება ერთი მარცხის წილ

AutoSharing Option
8 ნოემბერს, ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მინსკის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება. ერთეულთა სტარტზე იგი მასპინძელ კატიარინა პაულენკასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 6:7, 6:7.

წყვილებში ბელორუს სვიატლანა პირაჟენკასთან ერთად გორგოძემ ქსენია ბეკერსა (რუსეთი) და კარინ კენელს (შვეიცარია) აჯობა - 2:6, 6:4, 10:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მე-4 ნომერ მასპინძლებს - ილონა კრემენსა და ვერა ლაპკოს ტანდემს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა დენიზ ხაზანიუკი (ისრაელი) და ილონა ტარასოვა (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3.

* * *
ინგლისურ 10.000-იან ტურნირში მონაწილეობს მარიამ ბოლქვაძე. მეორე
ნომრად განთესილმა ჩვენებურმა გუშინ მოლიე კრაუჩი (დიდი ბრიტანეთი) დაამარცხა - 6:4, 6:1. ბოლქვაძე მერვედფინალში ფრანგ ემანუელ სალასს შეხვდება, რომელმაც სტარტზე ლილი გოდრატს (დიდი ბრიტანეთი) სძლია - 6:0, 6:2.

* * *
შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ცდის ძალებს გიორგი ცივაძე. გუშინ მან ერთეულებში უკრაინელ ოლეგ ხოტკოვს მოუგო - 4:6, 6:2, 6:2. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ისამ ჰაითან თაველსა (ეგვიპტე) და რომან საფიულინს (შვეიცარია) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

წყვილებში ცივაძესა და ინდოელ შაჰბააზ ხანს განთესვით მეოთხე ნომერი აქვთ. გუშინ მათ სტარტზე უკრაინელებს - ოლეგ პრიხოდკოსა და ოლექსეი პროკოპჩუკს იოლად სძლიეს - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში ისევ უკრაინელებთან - ოლექსანდრ ბელინსკისა და ოლეგ კოვალთან გაარკვევენ ურთიერთობას.

სლავებმა ფილიპ დუდასა და დომინიკ საჩს (ორივე-ჩეხეთი) აჯობეს - 6:3, 4:6, 10:8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული