რობერტა ვინჩი კარიერას ამთავრებს?

AutoSharing Option
იტალიელმა ჩოგბურთელმა რობერტა ვინჩიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გამოაცხადოს პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ.

33 წლის ვინჩიმ წლევანდელი სეზონი WTA-ის რეიტინგში მე-18 პოზიციაზე დაასრულა. გასულ წელს, რობერტამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალამდე მიაღწია, ხოლო თანამემამულე სარა ერანისთან ერთად, ხუთჯერ გაუმარჯვია "დიდი სლემის" ტურნირებზე წყვილთა თანრიგში.

"ორი კვირა ჩოგბურთზე არ უნდა ვიფიქრო და ამის შემდეგ შევძლებ გადაწყვეტილების მიღებას. ეს სეზონი კარგი გამოვიდა, იმის წინ, უფრო უკეთესი, მაგრამ ახლა ჩემს თავში მხოლოდ ის აზრია, რომ ეს სეზონი, როგორც იქნა, დასრულდა.

ძალიან დავიღალე და
შინ გამგზავრება მინდა. თუ სეზონებს შორის შესვენებისას ისევ ვიგრძნობ მოტივაციას და თითოეულ მატჩში ბრძოლის სურვილს - აუცილებლად გავაგრძელებ კარიერას. მაგრამ, ამ მომენტში არ ვიცი, მინდა თუ არა ამის გაკეთება. ასეთ ასაკში ფორმაში დარჩენას ბევრი მუშაობა უნდა და არ ვიცი, მზად ვარ თუ არა მორიგი მძიმე წლისთვის", - განაცხადა ვინჩიმ იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2016 წელს, რობერტამ მოიგო სანკტ-პეტერბურგის ტურნირი, აგრეთვე მოიპოვა WTA Elite Trophy-ზე თამაშის უფლება, მაგრამ იქ ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული