2013 წელს სერენამ 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, მოიგო როლან გაროსი და აშშ-ის ღია პირველობა. სეზონში მოგებათა რიცხვმა 78 მატჩი შეადგინა. სეზონში 11 ტიტული საუკეთესო მაჩვენებელია 1997 წლის შემდეგ, როცა 12 ტურნირი მოიგო შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა, ხოლო 78 მოგება არავის ჰქონია 2003 წლის შემდეგ. მაშინ, სეზონში 80 მატჩი მოიგო ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა.
სერენა უილიამსმა 2013 წელს 12 386 000 დოლარი გამოიმუშავა,
თებერვალში უილიამსი დაბრუნდა მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე, რითაც ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი გახდა WTA-ის ისტორიაში.
ადრე სერენა უილიამსი 2002, 2008, 2009 და 2012 წლებში აღიარეს წლის საუკეთესო მოთამაშედ. ყველაზე ხშირად WTA-ის პრესტიჟული ჯილდო გერმანელ შტეფი გრაფსა (8-ჯერ) და ამერიკელ მარტინა ნავრატილოვას (7) აქვთ მიღებული.
ასევე გაირკვა ქალთა პროფესიულ ტურში წლის საუკეთესო წყვილი. ტიტული დაიმსახურეს იტალიელებმა - სარა ერანიმ და რობერტა ვინჩიმ. 2013 წელს აპენინურმა დუეტმა მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და აპრილში პირველად ჩაუდგა სათავეში წყვილთა რეიტინგს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"