როჯერ ფედერერი წლის საუკეთესო ჩოგბურთელია

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2016 წლის შედეგების მიხედვით, სეზონის ლაურეატები დაასახელა.

ზედიზედ მეთოთხმეტედ, როჯერ ფედერერი წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა გულშემატკივრების ვერსიით. გარდა ამისა, შვეიცარიელმა ბოლო 13 წელიწადში მეთორმეტედ დაისაკუთრა "სტეფან ედბერგის პრიზი" - პატიოსანი თამაშისთვის და სანიმუშო სპორტული საქციელისთვის. მხოლოდ 2010 წელს, როჯერს ეს პრიზი რაფაელ ნადალმა "წაართვა".

წყვილთა თანრიგში გულშემატკივარმა საუკეთესოდ ბობ და მაიკ ბრაიანები დაასახელა - ეს პრიზი 2015 წელს დაარსდა და ამერიკული დუეტი პირველობას არავის უთმობს.

არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო მესამე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც მეორედ მოიგო
"წლის დაბრუნების" ნომინაცია.

არტურ ეშის სახელობის ჯილდო საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის ხორვატ მარინ ჩილიჩს ერგო.

"წლის პროგრესის" პრიზი მიიღო ფრანგმა ლუკ პუიემ. "ხვალინდელი დღის ვარსკვლავის" ჯილდო დაისაკუთრა 19 წლის ტეილორ ფრიტცმა, წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა მაგნუს ნორმანი, რომელიც სტენ ვავრინკასთან მუშაობს.

ჯილდოების გადაცემის ცერემონია ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირის დროს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული