ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ დაიწყო და დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ჩინეთში იმყოფება და შენჟენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) ჩაება. ერთეულების სტარტზე მასპინძელ ჩენ ლიუს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 0:6.

შაფათავამ ვერც წყვილებში იყოჩაღა - რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად პირველივე წრეში იინ-იინ დუანისა და ფენჟოუ ლიუს (ორივე-ჩინეთი) დუეტთან წააგო - 5:7, 7:6, 6:10.

ცხადია, ეს მარცხი შაფათავას რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს, მით უმეტეს, რომ წინა კვირის შედეგებით, იგი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა.

წყვილებში, ასევე ორი ადგილი დათმო ოქსანა კალაშნიკოვამ, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა,
რომელსაც კვირაზე მეტია, არ უთამაშია, 626 ქულით 96-ე ადგილი შეინარჩუნა.

ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა მსოფლიოს განახლებულ რეიტინგებში ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ქალები
ერთეულები. 203 (201). სოფიო შაფათავა (272), 270 (273). ეკატერინე გორგოძე (171), 439 (449). მარიამ ბოლქვაძე (75), 519 (522). სოფიო ქვაცაბაია (54), 856 (846). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1076 (1085). ანა შანიძე (7).
წყვილები. 45 (43). კალაშნიკოვა 91720), 188 (193). შაფათავა (354), 272 (272). გორგოძე (229), 410 (410). ქვაცაბაია (122), 534 (546). ბოლქვაძე 973), 732 (734). თათია მიქაძე (37), 1142 (1143). შანიძე (10), 1278 (1278). ლანა კენჭიაშვილი 93).

ვაჟები
ერთეულები. 96 (96). ნიკოლოზ ბასილაშვილი (626), 432 (422). ალექსანდრე მეტრეველი (91), 798 (807). გიორგი ცივაძე (23), 1765 (1764). ალექსანდრე ბაკში (1), 1765 (1764). შოთა მეფარიძე (1), 2074 (2070). გიორგი ჯავახიშვილი (1).

ქართველ ვაჟთაგან გიორგი ცივაძე შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 10.000-იან ტურნირში მონაწილეობს. წყვილებში წინა კვირას მან ინდოელ შაჰბააზ ხანთან ერთად სამ დუეტს მოუგო: ზედიზედ დაამარცხა - ოლეგ პრიხოდკო, ალექსეი პროკოპჩუკი (უკრაინა, 6:3, 6:1), ოლექსანდრ ბიელინსკი, ოლეგ კოვალი (უკრაინა, 6:3, 6:4) და ფრანჩესკო გარძელი, ჯორჯო რიკა (იტალია, 7:6, 6:4), გადამწყვეტი პაექრობა კი მეორე ნომრად განთესილ ვლადისლავ მანაფოვისა და დანიილ ზარიჩანსკის (ორივე-უკრაინა) ტანდემთან 4:6, 6:7 დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.

მიმდინარე 10.000-იან ტურნირში ცივაძე წყვილებში უკრაინელ ვლადისლავ ორლოვთან ერთად ასპარეზობს. სტარტზე ინდოელ ვივეკ გაუტამისა (ინდოეთი) და მაქსიმ ზუბკოვს (ბელორუსი) სძლია - 6:2, 6:1 და მეოთხედფინალში რევანშის შანსი ეძლევა - მანაფოვ-ზარიჩანსკის წყვილთან გაარკვევს ურთიერთობას. უკრაინელებმა პირველ წრეში ანურაგ ნენვანი და დრუ სუნიში (ორივე-ინდოეთი) ჩამოიშორეს გზიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული