ნოვაკ ჯოკოვიჩსს ნენად ჟიმონჟიჩი გაწვრთნის

AutoSharing Option
როგორც გამოცემა Telegraf წერს, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩამოყალიბდა ახალი მწვრთნელის კანდიდატურაზე.

ეს იქნება მისი თანამემამულე, მოქმედი ჩოგბურთელი ნენად ჟიმონჟიჩი. 40 წლის მოთამაშე, რომელიც წყვილთა თანრიგში გამოსვლაზე სპეციალიზდება, დუეტების რეიტინგში 61-ე ადგილზეა, 2008 წელს კი კლასიფიკაციის ლიდერი იყო.

ნოვაკი მრავალი წელია იცნობს ნენადს. ისინი წყვილთა თანრიგში გამოდიოდნენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

რამდენიმე დღის წინ, ჯოკოვიჩი დაშორდა გერმანელ მწვრთნელს ბორის ბეკერს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ნოვაკის სურვილი - დაეტოვებინა თავის გუნდში სულიერი გურუ პეპე იმასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული