ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირის ბადემდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (94) ყატარში დოჰას საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობდა, რომლის საპრიზო ფონდი 1,24 მილიონი დოლარია.

ჩვენებური საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად იყო განთესილი. მან პირველ წრეში იტალიელი ვეტერანი ლუკა ვანი (157) 6:1, 7:5 დაამარცხა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე მე-8 ნომრად განთესილ კანადელ ვაშეკ პოსპიშილთან (133) დამარცხდა - 2:6, 1:6. ეს შეხვედრა 1-ელ იანვარს გაიმართა.

ბასილაშვილი ახლა სიდნეის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული