ოქსანა კალაშნიკოვა ბრისბენის ტურნირის სტარტზევე დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრალიურ ბრისბენში პირველ იანვარს დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია მილიონი დოლარი. შეჯიბრებაში მონაწილეობენ ანგელიკ კერბერი (გერმანია), დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი), კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) და სხვები.

ქართველთაგან წყვილებში ძალები მოსინჯა ოქსანა კალაშნიკოვამ (45-ე), რომელიც სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან (47-ე) ერთად პირველ წრეში ამერიკელებს - ირინა ფალკონისა (343-ე) და შელბი როჯერსს (118-ე) დაუპირისპირდა.

3 იანვარს ქართულ-სერბულმა დუეტმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, მაგრამ მომდევნო ორი დათმო - 4:6, 8:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული