ნიკოლოზ ბასილაშვილი სიდნეის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (რეიტინგით 94-ე) სიდნეის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 496.630 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

პირველ შეხვედრაში მან ბრაზილიელი როჯერიო დუტრა სილვა დაამარცხა – 6:4, 6:3 და მეორე, გადამწყვეტ პაექრობაში 26 წლის პორტუგალიელ ჯასტაო ელიასს (81-ე) დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა სტარტზე იტალიელ ლუკა ვანის სძლია - 6:4, 4:6, 6:2. პორტუგალიელმა ჩვენებურთანაც იმარჯვა - 7:6, 6:4 და ძირითად ბადეში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული