მაგრამ ხომ შეიძლება იყო ბედაურის პატრონი, მაგრამ არ გყავდეს კარგი მხედარი. საერთაშორისო ფედერაციამ აქაც გამონახა გამოსავალი - შეჯიბრებაზე შეთანხმებით შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის მერანისა და ცხენოსნის დაწყვილება. სწორედ ასეთ ტანდემს დარჩა გამარჯვება თბილისში გუშინ დამთავრებულ ასპარეზობაზე - მსოფლიოს თასის ეტაპი - კავკასიის ლიგა.
სხვადასხვა პროგრამაში აზერბაიჯანელთა ცხენებზე პოლონელი მხედარი ქალი
შეჯიბრება, რომელსაც ესწრებოდნენ ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რისთვისაც საქართველოს ფედერაციამ მადლობა დაიმსახურა.ახლა კი გაგაცნობთ შაბათს და კვირას გამართული შეჯიბრებების ტექნიკურ შედეგებს.
შეჯიბრება ორ ფაზად. 1. ივანე ნორაკიძე, 2. ალეხანდრა ლუსინა (პოლონეთი), 3. ნორაკიძე (მეორე ცხენით), 4. გეორქ ოგანესიანი (სომხეთი), 5. გიორგი თოხაძე. ხუთივე სპორტსმენმა უჯარიმოდ იასპარეზა. ადგილები აქ და სხვა ხტომებშიც დროის უკეთესი მაჩვენებლით განაწილდა.
კონკური #2. ძირითადი ცხენებისთვის. 1. შალვა გაჩეჩილაძე - უჯარიმოდ, 2. ლიხმეტ მუსაევი (აზერბაიჯანი), 3. ლუსინა, 4. მუსაევი (მეორე ცხენით), 5. ლუსინა (მეორე ცხენით). 2-5 ადგილზე გასულებს 4-4 საჯარიმო ქულა ჰქონდათ.
ხტომები მზარდი სირთულით (ჯოკერი). 1. ლუსინა - 65 დადებითი ქულა, 2. გაჩეჩილაძე-58, 3. მუსაევი-55, 4. ლუსინა (მეოერ ცხენით)-55, 5. გიორგი სამხარაძე-45.
კონკური #4. 1. მუსაევი, 2. გაჩეჩილაძე, 3. ლუსინა, 4. მუსაევი (მეორე ცხენით); ოთხივე-უჯარიმოდ, 5. ლუსინა (მეორე ცხენით)-4 საჯარიმო ქულა.
მცირე გრან-პრი. 1. ოგანესიანი-უჯარიმოდ, 2. ლუსინა-4, 3. გაჩეჩილაძე-4, 4. ლუსინა (მეორე ცხენით), 5. ნორაკიძე. ოთხივეს-4-4 საჯარიმო ქულა.
გრან-პრი. მსოფლიო თასის ეტაპი. 1. ლუსინა-0, მუსაევი-0, 3. მუსაევი (მეორე ცხენით)-4, 4. გაჩეჩილაძე-5, 5. ლუსინა (მეორე ცხენით)-8. გამარჯვებული გამოვლინდა ლუსინასა და მუსაევს შორის დამატებით ხტომებში.
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"