ასპარეზობის პირველი დღის პროგრამა თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით ხტომებს არ ითვალისწინებდა - ვინც ყველაზე სწრაფად გაივლიდა დისტანციას, პირველობაც მას დარჩებოდა.
შალვა გაჩეჩილაძე სწორედ ამ უპირატესობით დადგა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. მეორე დღეს კი პირიქით, ქულების თანაბრობა თუ დაფიქსირდებოდა, დამატებითი ხტომები ჩაერეოდა საქმეში.
ასეც მოხდა და ქართველმა მხედარმა მეორე გამარჯვება იზეიმა. ჩვენი სპორტსმენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან წარმატებით გაართვა თავი
დავძენთ, რომ "კავკასიის ლიგის" ასპარეზობაში ჩართვა ითხოვეს ირანელმა ცხენოსნებმაც. ეს თხოვნა საერთაშორისო ფედერაციამ მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც ამიერკავკასიის ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს.
ქართველი მხედრები ბაქოში დარჩნენ და 7 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ჰეიდარ ალიევის თასის გათამაშებაში, რომლის საპრიზო ფონდი 150 ათასი ევროა. ეს ასპარეზობაც მსოფლიო თასის ეტაპია.
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"