ქართველი მხედარი მსოფლიო თასის ფინალში

AutoSharing Option
ქართველი მხედარი, თბილისელი შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოში იმ 75 უძლიერესს შორის მოხვდა, რომლებიც წლეულს, 24-28 აპრილს გეტებორგში, მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ეს სასიხარულო ცნობა 10 იანვარს ოფიციალურად მიიღეს ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან (ფეი) ჩვენს ეროვნულ ფედერაციაში.

შალვამ რთული გზა გაიარა ფინალამდე. მან არაერთხელ მოიგო კავკასიის ლიგა - თასის ეტაპი და დააგროვა მაღალი სარეიტინგო ქულები, ფეიმ კი იგი მსოფლიოში 2012 წლის ყველაზე მზარდ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მხედრად დაასახელა.

დავძენთ, რომ ჩვენმა სპორტსმენმა პირველად შარშან მოიპოვა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება, მაგრამ
თბილისში გვიან მოვიდა შეტყობინება, ცხენოსნობა კი სპორტის ისეთი სახეობაა, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. განსაკუთრებით, ეს ეხება ვეტერინარული მოთხოვნების მკაცრ დაცვას და უცხო ქვეყანაში ცხოველის, ამ შემთხვევაში ცხენის შეყვანის უფლების მოპოვებას, მის ტრანსპორტირებას, საერთო ხარჯების მოძიებას და ა.შ.

ახლა აპრილამდე დროა და ჩვენი ფედერაცია თადარიგიანად დაიწყებს მზადებას გეტებორგში ცხენ-მხედრის გასამგზავრებლად.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ეს იქნება პირველი შემთხვევა ცხენოსნობისა და, საერთოდ, საქართველოს სპორტის ისტორიაში, როცა ქართველი მხედარი ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაში იასპარეზებს.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შალვა მხოლოდ და მხოლოდ წარმატება!
დალი ბაგაევა
11:22 13-01-2013
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ქართველო კაცო.
Sake
00:55 12-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული