ხუთი პრიზიდან სამი შალვა გაჩეჩილაძემ მოიგო

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს საცხენოსნო ფედერაციას სათავეში ახალი ხელმძღვანელობა (პრეზიდენტი დავით კეზერაშვილი) ჩაუდგა, საგრძნობლად იმატა ჩვენი მხედრების წარმატებებმა საერთაშორისო სარბიელზე, რაც უპირველესად ცხენთა შემადგენლობის განახლების შედეგია. ახალი მერნებით ქართველ სპორტსმენებს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მიეცათ.

ამ დღეებში ცხენოსნობის საერთაშორისო ფდერაციის ეგიდის მსოფლიო თასის კავკასიის ლიგის წლევანდელ ბოლო მეოთხე ეტაპს (ორ-ორი შეჯიბრება თბილისსა და ბაქოში ტარდება) ბაქომ უმასპინძლა. ქართველმა მხედრებმა აქაც გამოიჩინეს თავი. სოლიდური თანხაც მიიღეს საპრიზო ფონდიდან.

კვარცხლბეკი
კონკური ახალგაზრდა ცხენებით: 1. კანან ნავროზოვი (აზერბაიჯანი), 2. შალვა გაჩეჩილაძე, 3. ზაზა ჩიტრეკაშვილი
(ორივე-საქართველო)... 5. ცოტნე თავაძე (საქართველო).
კონკური ძირითადი ცხენებით (პრიზი 10.000 შვეიცარიული ფრანკი): 1. შალვა გაჩეჩილაძე, 2. გენადი გაშიბაიაზოვი (რუსეთი), 3. კახაბერ კიკიანი (საქართველო).
კონკური ძირითადი ცხენებით (პრიზი 15.000 შვეიცარული ფრანკი): 1. შალვა გაჩეჩილაძე, 2. საიდ მუსაევი (აზერბაიჯანი), 3. გენადი გაშიბაიაზოვი.
კონკური #5. ახალგაზრდა ცხენებით. ფინალი: 1. შალვა გაჩეჩილაძე, 2. ზაზა ჩიტრეკაშვილი, 3. რაშიდ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)... 6. ცოტნე თავაძე.
კონკური ძირითადი ცხენებით. გრან-პრი (პრიზი 25.000 შვეიცარული ფრანკი): 1. ნიკმეტ მუსაევი, 2. ჯამალ რახიმოვი (ორივე-აზერბაიჯანი), 3. კახაბერ კიკიანი... 5. გიორგი თოხაძე (საქართველო).
2011 წელს მაისამდე ჩატარდება ეტაპზე მონაწილეთა გამოსავლენი ფინალური შეჯიბრებები. ჩვენი მხედრები წარმატების შანსს ინარჩუნებენ.

თენგიზ თომაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული