ამ დღეებში ცხენოსნობის საერთაშორისო ფდერაციის ეგიდის მსოფლიო თასის კავკასიის ლიგის წლევანდელ ბოლო მეოთხე ეტაპს (ორ-ორი შეჯიბრება თბილისსა და ბაქოში ტარდება) ბაქომ უმასპინძლა. ქართველმა მხედრებმა აქაც გამოიჩინეს თავი. სოლიდური თანხაც მიიღეს საპრიზო ფონდიდან.
კვარცხლბეკი
კონკური ახალგაზრდა ცხენებით: 1. კანან ნავროზოვი (აზერბაიჯანი), 2. შალვა გაჩეჩილაძე, 3. ზაზა ჩიტრეკაშვილი
კონკური ძირითადი ცხენებით (პრიზი 10.000 შვეიცარიული ფრანკი): 1. შალვა გაჩეჩილაძე, 2. გენადი გაშიბაიაზოვი (რუსეთი), 3. კახაბერ კიკიანი (საქართველო).
კონკური ძირითადი ცხენებით (პრიზი 15.000 შვეიცარული ფრანკი): 1. შალვა გაჩეჩილაძე, 2. საიდ მუსაევი (აზერბაიჯანი), 3. გენადი გაშიბაიაზოვი.
კონკური #5. ახალგაზრდა ცხენებით. ფინალი: 1. შალვა გაჩეჩილაძე, 2. ზაზა ჩიტრეკაშვილი, 3. რაშიდ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)... 6. ცოტნე თავაძე.
კონკური ძირითადი ცხენებით. გრან-პრი (პრიზი 25.000 შვეიცარული ფრანკი): 1. ნიკმეტ მუსაევი, 2. ჯამალ რახიმოვი (ორივე-აზერბაიჯანი), 3. კახაბერ კიკიანი... 5. გიორგი თოხაძე (საქართველო).
2011 წელს მაისამდე ჩატარდება ეტაპზე მონაწილეთა გამოსავლენი ფინალური შეჯიბრებები. ჩვენი მხედრები წარმატების შანსს ინარჩუნებენ.
თენგიზ თომაშვილი