მსოფლიოს ჩემპიონატი ცურვაში: ამჯერად, ბრიტანელების დღე

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ბრიტანელებისა იყო, ხოლო წინა დღეს სამი ოქროს მომგები აშშ-ის ნაკრები მხოლოდ ერთ ვერცხლსა და ორ ბრინჯაოს დასჯერდა.

გათამაშდა მედლების ოთხი კომპლექტი და ორ დისციპლინაში ბრიტანელმა მამაკაცებმა იმარჯვეს. 100 მეტრზე ბრასში სრულიად კანოზომიერი იყო ადამ პიტის გამარჯვება. მან ეს დისტანცია 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო, ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა 2016 წლის ოლიმპიადაზე, უნგრეთის დედაქალაქში კი მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა ნახევარფინალში (57.75). პიტმა ეს დრო ფინალში გააუმჯობესა (57.47), სადაც უახლოეს კონკურენტს თითქმის წამნახევარი (!) აჯობა.

რაც შეეხება ბრიტანელთა
მეორე ოქროს, ის 50 მეტრზე ბატერფლაიში ბენჯამინ პრაუდმა მოიგო. ეს მისი პირველი დიდი გამარჯვება იყო კარიერაში. ფავორიტ ამერიკელ კელებ დრესელს კი იმედგაცრუება ელოდა. მან წინა დღეს ოქრო მოიგო 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, აქ კი ნახევარფინალში საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ ფინალში მხოლოდ მეოთხე მივიდა ფინიშთან.

* * *
ქალების ორ ფინალში ძალიან იოლი იყო გამარჯებულის პროგნოზირება. 100 მეტრზე ბატერფლაიში კარიერაში მეოთხედ მოიგო ოქრო შვედმა სარა სოსტრიომმა, სულ კი მას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცხრა მედალი დაუგროვდა. სკანდინავიელს 100 მეტრზე ბატერფლაიში მსოფლიოს რეკორდიც ეკუთვნის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიცაა.

დღის ბოლო ფინალში ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც გაიხარეს. 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა უნგრელმა კატინკ ჰოსუმ. ის ახლა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია. შეგახსენებთ, რომ ჰოსუ რიოს შარშანდელი ოლიმპიადის ერთ-ერთი გმირი იყო - სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მოპოვება შეძლო.

მეორე დღის შედეგები:
კაცები
50 მ. ბატერფლაი
1. ბენ პრაუდი (ბრიტ) - 22,75
2. ნიკოლას სანტუში (ბრა) - 22,79
3. ანდრეი გოვოროვი (უკრ) - 22,84

100 მ. ბრასი
1. ადამ პიტი (ბრიტ) - 57,47
2. კევინ კორდსი (აშშ) - 58,79
3. კირილ პრიგოდა (რუს) - 59,05

ქალები
100 მ. ბატერფლაი
1. სარა სოსტრიომი (შვედ) - 55,53
2. ემა მაკეონი (ავსტრა) - 56,18
3. კელსი უორელი (აშშ) - 56,37

200 მ. კომპლექსური
1. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 2.07,00
2. იუი ოჰასი (იაპ) - 2.07,91
3. მედისონ კოქსი (აშშ) - 2.09,71

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული