17 წლის ანა ლომინაძე დარდანელის სრუტეს ხელფეხშეკრული გადაცურავს [+VIDEO]

AutoSharing Option
17 წლის ანა ლომინაძე 30 აგვისტოს დარდანელის სრუტის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გადაცურვას სამხედრო-საწვრთნელ, "კოლხურ-ლაზურ" სტილში, ხელფეხშეკრული, 1.30 საათში აპირებს. ამ შედეგით ის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდება.

"ამ რეკორდს ჩემს მწვრთნელს, ჰენრი კუპრაშვილს ვუძღვნი. მან ზუსტად 10 წლის წინ დარდანელის სრუტის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი ხელფეხშეკრულმა 3.15 საათში გადაცურა და გინესის წიგნში მოხვდა", - აცხადებს ლომინაძე.

თურქეთში გამგზავრებამდე ანა ლომინაძე სამედიცინო გამოკვლევებს იტარებს, რათა გადაცურვის დროს ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნას.

ანა ლომინაძე 1995 წელსაა დაბადებული. ის სპორტული კლუბ "ლაგუნა ვერეს " პროფესიონალი მოცურავე და
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია გულაღმა ცურვაში.

ასევე - საქართველოს ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი "ლაზურით" (თავისუფალი კოლხურით) და "ხელფეხშეკრული კოლხურით" ცურვაში.

ვიდეოზე ასახულია ანას ვარჯიში წელზე 5-კილოგრამიანი სარტყელითა და შეკრული ფეხებით (იხილეთ ვიდეო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული