სპორტიდან წასული მაიკლ ფელპსი ტორტით გააცილეს

AutoSharing Option
აქტიურად აღნიშნავს ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებასა და კარიერის დასრულებას ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი.

თავდაპირველად მან ზღვაზე დასვენება მოიწყო თავის შეყვარებულთან, მოდელ მეგან ფოქსთან ერთად. შემდეგ მეგობრებთან ერთად ლას ვეგასის დასაპყრობად გაეშურა, ერთ-ერთ კაზინოში შევიდა, სადაც მას მორიგი ტრიუმფი ელოდა.

პრაქტიკულად ყველა ამერიკული ტაბლოიდი ფელპსის მორიგ გამარჯვებაზე წერდა - მაიკლმა პოკერის მაგიდასთან 100 ათასი დოლარი მოიგო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, 18-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მეორე ღამით სასტუმრო Wynn-ის კლუბ Tryst-ში დახარჯა.

ამავე სასტუმროში გააცილეს ფელპსი ლას ვეგასიდან. ბიკინებში გამოწყობილმა
გოგონებმა მაიკლს ტორტი მიართვეს. იქვე იყო ლონდონის თამაშების კიდევ ერთი გმირი, ამერიკელი ქალი მოცურავე ელისონ შმიტი, რომელიც ფელპსმა თავის გრძელ ხელებში მოიქცია.

ამის შემდეგ საით გაუწევს გული ლეგენდას არავინ იცის. ის ხომ სპორტისგან თავისუფალია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული