დღის კარიკატურა: ლაშა ტალახაძემ ნიუტონიც გააკვირვა

AutoSharing Option
ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, თან ისე, რომ ატაცში 217 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

- მსოფლიო რეკორდი 217 კგ-ით - ლაშა ტალახაძემ ევროპა მეორედ დაიპყრო [VIDEO]

მოკლედ, ჩვენი დევგმირი შტანგას ისე მსუბუქად ათამაშებს, თვით ისააკ ნიუტონიც კი დაეჭვდებოდა დედამიწის მიზიდულობის კანონის სისწორეში.

23 წლის ლაშა ახლა უკვე ევროპის ორგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ მისი შემყურე ვასკვნით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...
მკითხველის კომენტარები / 13 /
სიამაყის ცრემლი მომადგა მაგ ატაცის ყურებისას! არ გაჩერდე, გააგრძელე საქართველოს წარმოჩენა!
oneli
11 აპრილი 2017 13:59
0
გილოცავ ლაშა.ღმერთმა სულ წარმატებული გზით გატაროს.
*
11 აპრილი 2017 11:24
0
ასანიძე წამოვიდა პარლამენტიდან წავიდა დარბაზში და ოლიმპიური ჩემპიონი გამოზარდა. ყველამ თავის საქმე გააკეთოს და საქართველოს ეშველება.
სიმართლე
11 აპრილი 2017 11:14
0
ლაშა გილოცავ ღმერთმა გაგაძლიეროს,ბევრი ოლემპიური,მსოფლიო და ევროპის ოქროს მედლებით გაგეხარიბინოს შენი ოჯახი და საქართველო.
korneli
11 აპრილი 2017 10:59
0
გაიხაროს ლაშამ! ნამდვილად საამაყოა! უდიდესი ქართველია. ბიძინა კი უბრალოდ ჯადოქარია, ისე სააკს ვერ მოგვაცილებდა. ჯადოქრებში პირველია, საამაყო ქართველებში კი რა მოგახსენოთ...მართლა ააშენოს ტექნოლოგიური უნუვერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ჩვენი ცხოვრების დონე ოდნავ მაინც გააუმჯობესოს, უმუშევრობა მკვეთრად შეამციროს. აი მერე კი ვიფიქრებთ რომელ ადგილზე იქნება.
alexandre
10 აპრილი 2017 22:21
0
მურტალოს სიტყვები გულში ჩამწვდა, მართლაც რამდენს ნიშნავს რომ მსოფლიოს უძლიერესი ათლეტი ჩვენებურია, ჩვენს ენაზე საუბრობს და ჩვენი სისხლი უჩქეფს ძარღვებში!
lashas fani
10 აპრილი 2017 22:08
0
ირაკლი81 ვეტანხმები
კახა
10 აპრილი 2017 21:25
0
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა დავამატო. ქალბატონ ნონას და ლაშას გვერდზე ვინმე ბიძინას მოხსენიება სულ ცოტა მკრეხელობაა ბატონო მერაბი გ.
murtalo
10 აპრილი 2017 18:39
0
მერაბისთვის პირველიც ბიძინაა მეორეც და მესამეც.უბრალოდ თვითონვე ხვდება რა ცუდი ბიჭია და მაგიტო გაიყვანა მეორეზე თავისი ფავორიტი))))
irakli81-s
10 აპრილი 2017 18:29
0
ლაშა ტალახაძე უდავოდ ფენომენი და გენიალური სპორტსმენია, მაგრამ თვალშისაცემია ისიც, რომ თავმდაბალი ადამიანია. წარმოიდგინეთ რუსი რომ იყოს მხოლოდ ოლიმპიადის მოგებისათვის იქნებოდა დაჯილდოებული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით, როგორც იური ვლასოვი(1 ოლიმპიური ოქრო და 4 მსოფლიო), ვასილი ალექსეევი(2 და 8) და ლეონიდ ჟაბოტინსკი(2 და 4). ამ უკანასკნელს ჩინმედლები არ აკლდა, მაგრამ ლენინის ორდენი არ მისცეს, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ყველა ჯილდოს თავის სამშობლოს , უკრაინას უძღვნიდა. დამყარებული მსოფლიო რეკორდების რაოდენობა ამ სპორტსმენებისა შესაბამისად 31, 80 და 19 იმ დროისათვის წარმოუდგენლად დიდი ფულადი ჯილდოთი მშვენდებოდა(თითოეული). როგორი იყო საბჭოთა კავშირისათვის პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი მათი იყო. იმედია ლაშა არანაკლებ სიმაღლეებს შესწვდება და ქართველი ხალხი და სახელმწიფო სათანადოდ დააფასებს. მსოფლიოს უძლიერესი გოლიათი ქართველია!!!
murtalo
10 აპრილი 2017 18:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული