გიორგი ლომთაძის კარგი დაწყება

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქში 20-წლამდელთა ძალოსანთა ევროპის პირველობაში გუშინ ორი ქართველი ათლეტიც ჩაება. 69 კილოში შესანიშნავად იასპარეზა ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონმა გიორგი ლომთაძემ (ქუთაისი), რომელმაც შარშან ახალგაზრდებს შორის აკვრაში ბრინჯაო დაიმსახურა.

ბუქარესტის ფიცარნაგზე კი გიორგიმ ორი მედალი მოიხვეჭა. რიონისპირელმა ჭაბუკმა 140 კილოგრამი აიტაცა და ამ მოძრაობაში გამარჯვებული დანიელ გოდელინს კილოგრამით ჩამორჩა, ხოლო მოლდოველ არტიომ პიპასთან ვერცხლი პირადი წონით დათმო (მეტოქეზე 200 გრამით მეტი აღმოჩნდა) და ბრინჯაოს დასჯერდა.

გიორგიმ აკვრაში ორი ცდა გამოიყენა - 164 და 167 კილოგრამი. 170-კილოგრამიანი შტანგა კი ვერ
დაიმორჩილა. ორჭიდში პირადი რეკორდით - 307 კილოგრამით დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებურს ორჭიდში კილოგრამით აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა მოლდოველი პიპა.

მართალია, მესამე ცდაზე მან 172 კილოგრამი ვერ აკრა, მაგრამ მე-2 ცდაზე დაძლეული 169 კილო (ამ მოძრაობაში მე-3 ადგილი) საბოლოო ჯამში გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. 303 კილოგრამით მე-3 ადგილზე გავიდა აზერბაიჯანელი ფირიდუნ გულიევი, რომელსაც აკვრაში (173) მეორე ოქრო ხვდა.

170 კილოთი ვერცხლი ბულგარელ იუნდერ ბეითულას ერგო. ორჭიდში იგი 301 კილოთი მე-4 იყო. რაც შეეხება ტურნირის რეიტინგფავორიტსა და ატაცში გამარჯვებულ გოდელინს, მან აკვრაში საწყისი წონა - 166 კილო ვერ დაძლია და ორჭიდში შეუფასებელი დარჩა.

69 კგ. 1. არტიომ პიპა-308 (მოლდოვა, 140+168), 2. გიორგი ლომთაძე-307 (საქართველო, 140+167), 3. ფირიდუნ გულიევი-301 (აზერბაიჯანი, 130+173).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ ცჰემო ზამიკოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!
maka
12:57 14-09-2011
0
გილოცავ ზამიკოოოოო !!!!!!!!!
maka
12:58 14-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული