რაულ ცირეკიძე ოლიმპიადაზე მე-9 ადგილს დასჯერდა [+VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ქუთაისელმა ათლეტმა საკვალიფიკაციო შეჯიბრის B ჯგუფში, ჯამში 362 ქულით, მეორე შედეგი აჩვენა ბელარუს მიკალაი ნოვიკაუს შემდეგ, რომელმაც ქართველ ძალოსანს სულ ერთი ქულით აჯობა.

ატაცში ცირეკიძემ 162 კგ დაძლია (იხილეთ ვიდეო). ამ წონის შტანგა მან პირველსავე ცდაზე დაიმორჩილა, შემდეგ კი 5 კგ-ით დაამძიმა, თუმცა მეორე და მესამე ცდა წარუმატებელი გამოუვიდა. ბელარუსმა მეტოქემ ატაცში 5 კგ-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.

აკვრა ქართველმა ათლეტმა 195 კგ-ით დაიწყო და
წარმატებით დაძლია. მეორე ცდაზე ცირეკიძემ წონა ხუთი კგ-ით დაამძიმა და კვალავაც გაუმკლავდა შტანგას. მესამე ცდაზე კი ცირეკიძემ წონა 202 კგ-მდე გაზარდა, რათა ჯგუფის ლიდერ ნოვიკაუს ჯამური შედეგისთვის ეჯობნა, რომელსაც აკვრაში სამი ცდის შემდეგ, ჯამში 363 კგ ჰქონდა დაფიქსირებული (იხილეთ ვიდეო).

საბოლოოდ ცირეკიძე სიმძიმეს ვერ გაუმკლავდა და B ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა.

A ჯგუფის 10 მონაწილე ფიცარნაგზე მოგვიანებით წარსდგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ათლეტმა ნაჩვენები შედეგით (162+200) მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო და საბოლოოდ ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ძალოსან ვაჟთა შორის 85 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი პოლონელმა ადრიან ზიელინსკიმ (385) მოიპოვა, ვერცხლს რუსი აპტი აუხადოვი (385) დაეუფლა, ბრინჯაო კი ირანელ კიანუშ როსტამს (380) ხვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაულ, გული არ გაიტეხო კახის ამღზრდელი მწვრთნელიგყავს და შენც მიაღწევ ყველაფერს
gizog
09:46 04-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული