ატაცში მან ვერ შეძლო კონკურენტებზე სერიოზული უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, აკვრაში მსოფლიოს რეკორდი დააფიქსირა და მის მიერ ორი ცდის ჯამში დაფიქსირებული შედეგი - 418 კილოგრამი ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
სხვათა შორის, ილინმა შეინარჩუნა პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ტიტული. ეს ყაზახეთის დელეგაციის მეხუთე მედალი იყო ლონდონის თამაშებზე და ხუთივე ოქროს სინჯისა გახლავთ.
* * *
5 აგვისტოს ქალებმა დაასრულეს გამოსვლა ოლიმპიადაზე. მათი ბოლო
ისტორიული შედეგი დაფიქსირდა აკვრაში - რუსი ტატიანა კაშირინა გახდა პირველი ქალი, ვინც ამ ხერხით 150 კილოგრამი დაძლია. შესაბამისად, მან მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და პირველი დისციპლინის შემდეგ ლიდერი გახდა.
მაგრამ ყველაფერი ატაცში შეიცვალა. ახლა უკვე ჩინელმა გიგანტმა ლულუ ჟუომ (კაშირინაზე 28 კილოგრამით მძიმე იყო) დაამყარა რეკორდი - თავის წინა მიღწევას ხუთი კილოგრამი დაუმატა, ორი ცდის ჯამშიც რეკორდსმენი გახდა და რაც მთავარია, ერთი კილოგრამით გაუსწრო რუს კონკურენტს. ჩინელი შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
კაცები
94 კგ
1. ილია ილინი (ყაზ) 418 (185+233) (მ.რ.)
2. ალექსანდრ ივანოვი (რუს) 409 (185+224)
3. ანატოლი ჩირიკუ (რუმ) 407 (181+226)
4. ანდრეი დემანოვი (რუს) 407 (182+225)
5. ს. მოჰამად პურკარკარაგი (ირან) 402 (183+219)
6. იტიკამ ზაიროვი (აზე) 397 (182+215)
ქალები
+75 კგ
1. ლულუ ჟოუ (ჩინ) 333 (146+187) (მ.რ.)
2. ტატიანა კაშირინა (რუს) 332 (151+181)
3. ჰრიპსიმ ხურშუდიანი (სომ) 294 (128+166)
4. მი-რან ჟანი (ს. კორ) 289 (125+164)
5. ნალა რამადანი (ეგვ) 277 (122+155)
6. ელე ოპელოგე (სამ) 267 (117+150)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"