ირაკლი თურმანიძე ლონდონში მეხუთე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე 7 აგვისტოს ბოლო პაექრობები გაიმართა. ერთმანეთს მძიმე წონის ძალოსნები დაუპირისპირდნენ.

კარგად დაიწყო შეჯიბრება ირაკლი თურმანიძემ. საგულისხმოა, რომ შარშან ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე, მან ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, წლეულს ანტალიაში კი სომეხ ჰაიკ აკობიანის მსგავსად, 195-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, თუმცა მეტოქეზე პირადი წონით ნაკლები იყო, ამიტომ მცირე ოქროს მედალი ხვდა.

ლონდონში თურმანიძემ 201 კილოგრამი აიტაცა, რაც ამ მოძრაობაში მე-4 შედეგი იყო. პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა და ევროპის ჩემპიონატების სამგზის მესამეადგილოსანმა მატიას შტაინერმა (გერმანია) 197 კილოგრამის
აწევისას ტრავმა მიიღო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, იყოჩაღეს 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ატაცში მსოფლიო რეკორდსმენმა (214 კგ) ბეჰდად სალმიკორდასიაბიმ (ირანი) და რუსმა ევროპის ჩემპიონმა რუსლან ალბეგოვმა - 208-208 კილოგრამი აიტაცეს.

ქართველ ძალოსანს პირველ მოძრაობაში სამი კილოგრამით გაუსწრო ირანელმა საჯიდ ჰამლაბად ანუშირავანიმ.

აკვრაში თურმანიძემ ორი ცდა გამოიყენა და 232-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ორჭიდის ჯამში 433 კილოგრამი მოაგროვა და მე-5 ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონობა 455 კილოგრამით (247 კგ აკრა) სალიმიკორდასიაბიმ მოიპოვა. გამარჯვებულს ექვსი კილოგრამით ჩამორჩა მისი თანამემამულე ანუშირავანი, რომელსაც ვერცხლის მედალი ერგო, 448 კილოგრამით მესამე ადგილი ალბეგოვმა დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია მაჭავარიანის დაკარგული შანსი
რაულ ცირეკიძე ოლიმპიადაზე მეცხრეა - მწვერვალზე მსუბუქები ადიან [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ირაკლი, რაც მთავარია მონდომებით და ვაჯკაცურად იბრძოლე.
შტანგა
12:40 08-08-2012
0
ირაკლი ღმერთმა დაგლოცოს, დიდი იმედი გაგვიჩინე ქართველებს, რომ ჩვენც გვეყოლება მსოფლიო გოლიათებში ჩვენი წარმომადგენელი და ხშირად გაგვახარებს თავისი წარმატებებით.
gizog
12:17 08-08-2012
0

სიახლეები პოპულარული