მალ­ხაზ ლომ­თა­ძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ ეილათ­ში გრძელ­დე­ბა 20 წლის ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­მელ­შიც სა­ას­პა­რე­ზოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხუ­თი ათ­ლე­ტი გა­ემ­გ­ზავ­რა.

ორი მათ­გა­ნი უკ­ვე გა­ვი­და ფი­ცარ­ნაგ­ზე. 62 კი­ლო­ში 18 წლის ქუ­თა­ი­სელ­მა შო­თა მიშ­ვე­ლი­ძემ, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი მალ­ხაზ ლომ­თა­ძე ავარ­ჯი­შებს, ორი ვერ­ცხ­ლისა და ერთი ბრინჯაოს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა: აიტა­ცა 126 კი­ლო, 155 აკ­რა და ორ­ჭიდ­ში 281 კი­ლოგ­რა­მი მო­აგ­რო­ვა. სა­მი­ვე შე­დე­გი უფ­რო­სებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახა­ლი მიღ­წე­ვაა. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მიშ­ვე­ლი­ძემ ორი წლის წი­ნათ ვა­ლენ­სი­ა­ში ჭა­ბუკ­თა ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა­ზე (56 კი­ლო­ში) ორ­ჭიდ­ში 229 კი­ლოგ­რა­მით მე-3 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ატაც­ში (103 კგ) ვერ­ცხ­ლი
ერ­გო, აკ­ვ­რა­ში (126 კგ) - ბრინ­ჯაო.

ეილათ­ში 62 კი­ლოგ­რა­მი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფა­ვო­რიტ­მა - რუ­მი­ნელ­მა ელო­რინ გრო­ი­ტო­რუმ ორ­ჭიდ­ში 289 კი­ლოგ­რა­მით (123+157) ოქ­როს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, მოლ­დო­ველ­მა იონ ტერ­ნამ 276 კილოგ­რა­მით (121+155) მე­სა­მე ად­გი­ლი და­იკ­ავა.

სა­მი წლის წი­ნათ ეილათ­მა ჭა­ბუკ­თა ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბას უმას­პინ­ძ­ლა. მა­შინ ქუ­თა­ი­სელ­მა გი­ორ­გი ლომ­თა­ძემ (მწვრთნე­ლი მალ­ხაზ ლომ­თა­ძე) ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა. რი­ო­ნის­პი­რე­ლი ჭა­ბუ­კი შარ­შან 20-წლამ­დელ­თა კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა­ზე კვიპ­როს­ში 307 კი­ლოგ­რა­მით (140+167) ვერ­ცხ­ლის მე­დალს დას­ჯერ­და.

4 დეკემბერს გი­ორ­გიმ 69 კი­ლო­ში ეილა­თის ფი­ცარ­ნაგ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ისევ ოქ­რო­თი და­იწყო: ამ­ჯე­რად უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­და­ლი ატაც­ში ერ­გო - სა­მი­ვე ცდა გა­მო­ი­ყე­ნა და 143 კი­ლოგ­რა­მით სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა.

აკ­ვ­რა 167 კი­ლოგ­რა­მით და­იწყო. სამ­წუ­ხა­როდ, მომ­დევ­ნო ორი ცდა გა­უ­ცუდ­და, რა­მაც კონ­კუ­რენ­ტებს და­წი­ნა­უ­რე­ბის შან­სი მის­ცა. ლომ­თა­ძემ ორ­ჭიდ­ში 310 კი­ლოგ­რა­მით (ესეც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­კორ­დია) მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ფი­რი­დუნ გუ­ლი­ე­ვი (316=136+180) ავი­და, მე­ო­რე ად­გი­ლი მოლ­დო­ველ არ­ტი­ომ პი­პას (314=142+172) ხვდა.

ეილად­ში 20-წლამ­დელ­თა პირ­ვე­ლო­ბა­ზე კი­დევ სა­მი ქარ­თ­ვე­ლი ძა­ლო­სა­ნი მო­სინ­ჯავს ძა­ლებს: ხვალ ზუ­რი­კო თა­ვა­ძე (85) და ვი­ლი­ა­მინ ალექ­სი­ძე (94) იასპარეზებენ, 8 დე­კემ­ბერს კი ქვეყ­ნის სპორ­ტულ ღირ­სე­ბას მძი­მე წო­ნა­ში ლა­შა ტა­ლა­ხა­ძე და­ი­ცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული