ასპარეზობის ბოლო დღეს ცნობილი ქართველი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟმა ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში სამი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა: საჩხერელმა ათლეტმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 190 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.
აქ მას რუსმა მაგომედ აბუევმა (192) და სომეხმა გორ მინასიანმა (191) აჯობეს. აკვრაშიც ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა საპრიზო ადგილები: ტალახაძემ მეორე ცდაზე 222 კილოგრამი აკრა, შემდეგ კი 232 კილოგრამის დაფიქსირება ვერ შეძლო. ამიტომ აქაც ბრინჯაო ერგო.
230 კილოგრამით მეორე
ჩვენებურმა მე-4 ადგილზე გასულ ბრიტანელს - დარიუს იოკარზადენს ორჭიდში 51 კილოთი აჯობა. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვითხრა, რომ ლაშა ტალახაძეს ტრავმის გამო მაისის შემდეგ სრული დატვირთვით არ უვარჯიშია, თორემ ეილათში შეუდარებელი იქნებოდაო.
ოცწლიანებში მედლების ხარისხითა და ოდენობით საქართველოს ნაკრებს ერთი ვერცხლითა და ორი ბრინჯაოთი მე-9 ადგილი ხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"