ქუთაისის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი რაულ ცირეკიძეა

AutoSharing Option
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა, 2012 წლის სპორტული შედეგების მიხედვით, ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები გამოავლინეს.

სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ, რო­მელ­საც ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან კირ­კი­ტა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, ქა­ლა­ქის წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნად ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლე, ძა­ლო­სა­ნი რა­ულ ცი­რე­კი­ძე და­ა­სა­ხე­ლა.

ცი­რე­კი­ძემ წლე­ულს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ოლიმ­პი­ა­და­ზე კი B ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და და სა­ბო­ლო­ოდ ას­პა­რე­ზო­ბა მე-9 ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა.

სხვა ნო­მი­ნან­ტებ­თან შე­და­რე­ბით, მას უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და და კო­მი­სი­ამ მის კან­დი­და­ტუ­რას ერ­თხ­მად და­უ­ჭი­რა მხა­რი.

უფ­რო
რთუ­ლი გა­მოდ­გა წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მენ­თა ათე­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნა. სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი პო­ლე­მი­კი­სა და გან­ხილ­ვის შემ­დეგ კო­მი­სი­ამ ღია კენ­ჭის­ყ­რას მი­მარ­თა. თი­თო­ე­ულ­მა წევ­რ­მა თავთა­ვი­ან­თი ვერ­სია წარ­მო­ად­გი­ნა, ხმა­თა შე­ჯა­მე­ბის შემ­დეგ კი ქუ­თა­ი­სის 2012 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­სმენ­თა ათე­უ­ლიც გა­მოვ­ლინ­და. სპორტ­ს­მე­ნებ­თან ერ­თად, და­სა­ხელ­და ქუ­თა­ი­სის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლე­ბი და გუნ­დე­ბი.

სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი­სა და მა­თი მწვრთნე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა თვის ბო­ლოს, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში იგეგ­მე­ბა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი 800 ლა­რით, მწვრთნე­ლე­ბი კი 400 ლა­რით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მენ­თა ათე­უ­ლი

რა­ულ ცი­რე­კი­ძე (ძა­ლოს­ნო­ბა), გე­ნა­დი ჩირ­გა­ძე (სამ­ბო), ნა­ნა ძაგ­ნი­ძე (ჭად­რა­კი), ომარ გურ­ჯი­ძე (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა), შო­თა გო­გის­ვა­ნი­ძე (ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა), ბე­ქა ბა­ზა­ძე, სან­დ­რო ბა­ზა­ძე (ორი­ვე - ფა­რი­კა­ო­ბა), ლე­რი ჭე­ლი­ძე, როს­ტომ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი (ორი­ვე - ძი­უ­დო), მე­რაბ თურ­ქა­ძე (კრი­ვი).

2012 წლის ქუ­თა­ი­სის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლე­ბი
გია ცი­რე­კი­ძე (ძა­ლოს­ნო­ბა), გი­ვი სარ­და­ნა­ძე (სამ­ბო), მალ­ხაზ ლომ­თა­ძე (ძა­ლოს­ნო­ბა), კო­ბა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი (თავ­ისუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა), ელ­გუ­ჯა მა­რუ­აშ­ვი­ლი (ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა), მე­რაბ ბა­ზა­ძე (ფა­რი­კა­ო­ბა), და­ვით თევ­დო­რა­ძე (ძი­უ­დო), ვეფხია ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი (ძი­უ­დო), სა­ნატ­რე­ლი ბე­ბია (კიკ-ბოქ­სინ­გი), კუ­კუ­რი შავ­გუ­ლი­ძე (კრი­ვი).

2012 წლის ქუ­თა­ი­სის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დე­ბი
სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დი "ქუ­თა­ი­სი" (ვა­ჟე­ბი), სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "ტორ­პე­დო", ბა­ლა­ხის ჰო­კე­ის გუნ­დი "უქი­მე­რი­ო­ნი (ვა­ჟე­ბი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული