აღსანიშნავია, რომ ზაურ ჯავახიშვილმა საქართველოს რეკორდი დაამყარა და ასევე სიღნაღელი სპორტსმენის, გიორგი ბეჟაშვილის მიერ შარშან დამყარებული რეკორდი (185 კგ) გააუმჯობესა. იმ 5-დან კი სიღნაღელებს 2 ოქროს მედალი პერსპექტიულმა ახალგაზრდა ცოტნე ბეჟაშვილმა მოუტანა.
მწვრთნელის, მსოფლიო ჩემპიონ შოთა ბეჟაშვილის განცხადებით, სიღნაღის გუნდი გაზაფხულზე საქართველოს პირველობაში იასპარეზებს, რომლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ევროპის საგზურს რომელიმე სიღნაღელი სპორტსმენი აუცილებლად მოიპოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"