ლაშა ტალახაძე ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონია

AutoSharing Option
პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა - ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

+105 კგ წონაში მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ 190 კგ. აკრა და 221 კგ. აიტაცა, ჯამში 411 კგ. მოაგროვა და პირველობა არავის დაანება.

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - სომხეთის წარმომადგენელი - გორ მინასიანი გახდა 403 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი 385 კგ-თი რუსმა კარენ მარტიროსიანმა მოიპოვა.

ლაშა ტალახაძისთვის ოქროს მედალი პირველი წარმატებაა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2011 წელს ძალოსანი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის
გამარჯვებული გახდა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლაშა მთელი სპორტული საზოგადოება და განსაკუთრებით ძალოსნობის გულშემატკივრები ძალიან განვიცდით მომხდარის გამო, ცხადია ის რაც მოხდა მავანთა ქიშპობის, უმეცრების, არაპროფესიონალიზმის და დაუდევრობის შედეგია, გული არ გაიტეხო, უფრო მეტი შემართებით, ბრძოლის ჟინით გააგრძელე შენი სპორტული ცხოვრება, შენ დიდი სიმაღლეები უნდა დაიპყრო და ჩათვალე ისიც უფლის მადლია, რადგან შენ უკეთ უნდა შეიცნო შენი თავი, რათა მიღწეულმა წარმატებებმა არ გაგათამამოს, შენელებისა და მოდუნების საშუალება არ მოგეცეს. ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეს, ღმერთმა დაგლოცოს კარგო ქართველო.
გიორგი
16:13 01-01-2014
0
გილოცავ ლაშა და გმადლობთ ამ სიხარულისათვის. შენ 19 წლის ასაკში უკვე ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვე. ეს უფლის მადლია. ეს ხომ რჩეულთა ხვედრია. მჯერა, რომ შენ იმ გზით მიდიხარ, რომელიც ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აგიყვანს.
გიორგი
17:59 15-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული