წლის ბოლო ასპარეზობა ფიცარნაგზე

AutoSharing Option
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირს - საქართველოს თასისა და ლიგის ფინალს ამ დღეებში ქუთაისმა უმასპინძლა 100-ზე მეტი ათლეტის მონაწილეობით.

მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსში 20 და 23 წლიანთა ევროპის პირველობიდან ახალდაბრუნებულები ისვენებდნენ, ტურნირისადმი ინტერესი არ განელებულა. ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონმა, საჩხერელმა ლაშა ტალახაძემ ხუთჯერ გააუმჯობესა პირადი რეკორდი. საბოლოოდ მან ატაცში 165 და აკვრაში 191 კგ ორჭიდში კი 356 კგ დააფიქსირა. ცნობილი ვეტერანი ძალოსნის, კობა ტალახაძის ვაჟი მძიმე წონაში უძლიერეს სპორტსმენად ყალიბდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით. მისმა მეორე
შეგირდმა გია მაჭავარიანმა საქართველოს თასიც და ლიგის ფინალიც მოიგო.

საბოლოო შედეგები. საქართველოს თასი და ლიგის ფინალი.
1. გია მაჭავარიანი (177+217)=394 კგ (418,2 ქულა).
2. ირაკლი თურმანიძე (187+210)=397 (410,2)
3. ნიკა ნანაძე (145+180)=325 (363,7).
4. ლაშა ტალახაძე (165+191)=356 (360,8)
5. თემური გოგია (150+180)=330 (359,4).
6. ზვიად სამუკაშვილი (95+130)=225 (348,8)

კვარცხლბეკი

56 კგ
1. ზვიად სამუკაშვილი (95+130)=225 (დედოფლისწყარო)
2. ზვიად ფუტკარაძე (85+108)=193 (ხელვაჩაური)
3. რამინ შამილიშვილი (85+106)=191 (ჩაქვი).
62 კგ
1. შოთა მიშველიძე (110+131)=241 (ქუთაისი)
2. გიორგი გრძელიშვილი (105+131)=236 (საჩხერე)
3. ზაზა ფუტკარაძე (85+116)=201 (ხელვაჩაური)
69 კგ
1. ბაჩანა ქუხილავა (113+140)=253 (ზუგდიდი)
2. გიორგი რომელაშვილი (113+135)=248 (თბილისი)
3. ვაჟა ქავთარაძე (105+135)=240
77 კგ
1. დავით ხარატიშვილი (122+155)=278 (აფხაზეთი)
2. ზურაბ თავაძე (121+155)=277 (ქუთაისი)
3. ლაშა კოპალიანი (123+150)=273 (წყალტუბო)
85 კგ
1. ზაურ დევაძე (130+165)=295 (თბილისი)
2. ზაალ კვიციანი (115+147)=262 (ზუგდიდი)
3. დავით კაცაძე (115+144)=259 (აფხაზეთი)
94 კგ
1. ნიკა ნანაძე (145+180)=325 (თბილისი)
2. ალუდა მანაგაძე (140+170)=310 (ქუთაისი)
3. დავით ცარციძე (120+140)=260 (თბილისი)
105 კგ
1. გია მაჭავარიანი (177+217)=394 (აჭარა)
2. თემურ გოგია (150+180)=330 (ზუგდიდი)
3. ვილი ალექსიძე (140+182)=322 (აჭარა)
+105 კგ
1. ირაკლი თურმანიძე (187+210)=397 (აჭარა)
2. ლაშა ტალახაძე (165+191)=356 (საჩხერე)
3. ზვიად ქაჯაია (145+170)=315 (წყალტუბო)



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული