ძალისმიერი სპორტის სახეობებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა

AutoSharing Option
ძალისმიერი სპორტის სართაშორისო გაერთიანების (INTERNATIONAL POWER SPORTS UNION) მიერ, დმანისის გამგებლის, ბატონ გოგი ბარბაქაძის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ ლერი ბერუაშვილის და სხვა თანამშრომლების, ასევე, "ლიბერთი ბანკის", მისი დმანისის ფილიალის წარმომადგენლის, ბატონ გოგიტა ნამორაძის სახით და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, ბატონ პაატა ხიზანიშვილის ფინანსური, მორალური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 21 ივნისს, ქ. დმანისში ჩატარდა "საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის შემდეგ სახეობებში: ძალისმიერ ორჭიდში, უსასრულო წოლჭიმში, უსასრულო ამოწევაში და ბიცეფსზე წონის აწევაში - IPSU-ს ვერსიით".

საქართველოს ღია ჩემპიონატში 100-მდე
ნომინანტმა მიიღო მონაწილეობა: სრულიად საქართველოს ყველა რეგიონიდან, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებიდან და ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდანაც. ღონისძიება ჩატარდა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შსს-ს პრესსამსახური და შსს-ს სახელით მონაწილე ძალისმიერი სპორტსმენებიც.

საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა დმანისის კულტურის სასახლეში: წმინდა ნინოს ქუჩა #56-ში. ღონისძიება გახსნეს: ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა და დმანისის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, რასაც ესწრებოდა 700-მდე მაყურებელი. ღონისძიების დასაწყისს ორგანიზატორებმა და დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ჩემპიონატის ჩატარების ადგილად დმანისი არჩეულ იქნა იმ მიზეზით, რომ ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ერთ-ერთი კლუბი იმყოფება დმანისში და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრთა უმრავლესობა არის სწორედ ამ კლუბის წევრი, დმანისიდან.

ორგანიზაციის მიზანია: ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტსმენების განვითარებისა და წარმატების მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რეგიონებში სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა, რაც ასევე დაკავშირებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან.

სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად დმანისის ძალისმიერი სპორტის კლუბს, ჩვენი ორგანიზაციისათვის სს "ლიბერთი ბანკის" მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ჩაუტარდება რემონტი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

ღონისძიება გაგრძელდა 21:00 საათამდე.

ჩემპიონატის შედეგები შემდეგია:

ბავშვები 8-13 წელი:
1. გიორგი ჩაჩანიძე - ოქროს მედალი (დმანისი)

მოზარდები 13-15:
2. გიორგი გელაშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
3. მანუკი მარტიკიანი - ოქროს მედალი (დმანისი)

მოზარდები 16-17 წელი:
4. აკაკი ჩხვიმიანი - ოქროს მედალი (დმანისი)
5. კახა ჩაჩანიძე - ოქროს მედალი (დმანისი)
6. შოთა კორტავა - ოქროს მედალი (ფოთი)
7. ლევან ბალახაძე - ოქროს მედალი (დმანისი)

იუნიორები 18-19 წლის:
8. ვანო ანდიაშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
9. ალი შახვერდოვი - ოქროს მედალი (აზერბაიჯანი, ბაქო)
10. ნიკა ჩახაია - ოქროს მედალი (თბილისი-სოხუმი)
11. შოთა კავლელაშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
12. სერგო მარტიაშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
13. მალხაზ ალაგარდაშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
14. ნუგზარ გეჯაძე - ოქროს მედალი (თბილისი)
15. გიორგი წიფლაშვილი - ოქროს მედალი (თბილისი)
16. ჯამბულატ ხოფერია - ოქროს მედალი (თბილისი)

იუნიორები 20-23 წელი:
17. ვასილ ბუჩუკური - ოქროს მედალი (დმანისი)
18. გიორგი დალაქიშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
19. ინრი ონიანი - ვერცხლის მედალი (ბოლნისი)
20. ლევან თოიძე - ოქროს მედალი (გორი)
21. ირაკლი თუფურია - ოქროს მედალი (ზუგდიდი)
22. ნიკა უზნაძე - ოქროს მედალი (თბილისი)
23. ჭაბუკა ჭიღლაძე - ოქროს მედალი (თბილისი)
24. გიორგი გამზარდია - ოქროს მედალი (სოხუმი)

ღია ასაკობრივი კატეგორია:
25. თეონა რუსაძე - ოქროს მედალი (ქუთაისი)
26. ბექა ასლანიშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
27. ირაკლი ცინცაძე - ვერცხლის მედალი (თბილისი)
28. ზურაბ ჩხეტიანი - ოქროს მედალი (ქუთაისი)
29. გიორგი კვეტენაძე - ოქროს მედალი (თბილისი)
30. გელა პატიაშვილი - ოქროს მედალი (თბილისი)
31. დავით ვარდიაშვილი - ოქროს მედალი (თბილისი)
32. ირაკლი ცხოვრებაშვილი - ოქროს მედალი (სოხუმი)
33. ბოდაველი მიხეილ - ოქროს მედალი (თბილისი)
34. ჭელიძე ჯიმშერ - ოქროს მედალი (ქუთაისი)
35. ბებიაშვილი შალვა - ოქროს მედალი (შინაგან საქმეთა სამინისტრო)
36. დოღონაძე ამირან - ოქროს მედალი (ქუთაისი)
37. ვასილ ასლანიშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
38. გრიგორი სტეფანოვი - ოქროს მედალი (თბილისი)

ვეტერანები:
39. გიორგი დარჩია - ოქროს მედალი (თბილისი)
40. ალექსანდრე დაუთაშვილი - ოქროს მედალი (დმანისი)
41. ზურაბ ჩანტლაძე - ოქროს მედალი (თბილისი)
42. კოტე დვალიშვილი - ოქროს მედალი (თბილისი)

საქართველოს ჩემპიონატის აბსოლუტური ჩემპიონები (საუკეთესო შედეგები):

წოლჭიმი:
აბსოლუტური პირველი ადგილი - გივი მარგველაშვილი.
აბსოლუტური მეორე ადგილი - ზურაბ ჩხეტიანი.
აბსოლუტური მესამე ადგილი - ნიკა ჩახაია.

ამოწევა:
აბსოლუტური პირველი ადგილი - გივი მარგველაშვილი.
აბსოლუტური მეორე ადგილი - აკაკი ჩხვიმიანი.
აბსოლუტური მესამე ადგილი - ზურაბ ჩხეტიანი.

ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული უდიდესი ადამიანური, ორგანიზაციული და ფინანსური თანადგომისათვის ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება უდიდეს მადლობას უხდის ყოველ ადამიანს პირადად:

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს, ბატონი პაატა ხიზანიშვილს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: ბატონ ედნარ მგელაძეს და სხვებს; დმანისის გამგებელს, ბატონ გოგი ბარბაქაძეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ლერი ბერუაშვილის, ადმინისტრაციის ყოველ თანამშრომელს, "ლიბერთი ბანკს", მის დმანისის წარმომადგენელს, ბატონ გოგიტა ნამორაძეს და ყველა დმანისელს, ვინც ჩვენ გვერდით იდგა და გვეხმარებოდა.

ძალისმიერი სპორტის
საერთაშორისო გაერთიანების
წარმომადგენელი საქართველოში ქეთევან ცხოვრებაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული