მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში: ცირეკიძემ და ჩხეიძემ სალიცენზიო ქულები მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ (94) მე-20 ადგილზე დაასრულა გამოსვლა ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე და გუნდს სალიცენზიო ქულებიც მოუტანა. მან 160 კილოგრამი აიტაცა და 196 აჰკრა, ორჭიდში კი 356 კილოგრამი დაუგროვდა.

ჩვენი სპორტსმენი B ჯგუფში გამოდიოდა და ატაცში ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. მან თავიდან 160 კილოგრამი შეუკვეთა, თუმცა იგი ვერც პირველ ცდაზე დასძლია და ვერც - მეორეზე, მიზანს მხოლოდ მესამეზე უწია.

აკვრაში ჩვენებურმა უკეთ იასპარეზა. აქ მან გამოსვლა 191-ით დაიწყო და ეს სიმძიმე წარმატებითაც დასძლია. მერე წონა 196-მდე გაზარდა, რაც ისევ შედეგიანად
აჰკრა, მაგრამ მესამე ცდაზე შეკვეთილ 201 კილოგრამს ვერ მოერია. ის ჯგუფში XI ადგილზე გავიდა, საბოლოო ცხრილში კი მე-20 აღმოჩნდა.

საკმაოდ კარგად გამოვიდა 18 წლის გიორგი ჩხეიძეც 105 კილოგრამში, სადაც C ჯგუფში გამოდიოდა. მან შეჯიბრება 375 კილოგრამით დაამთავრა (168+207) და ჯგუფში მეორეა, გუნდს კი, მინიმუმ, 2 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

ამავე წონაში გია მაჭავარიანმა 355 ქულით დაასრულა გამოსვლა (165+190).

"ძალიან გაგვახარა ჩხეიძემ. ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა გამოცდილ სპორტსმენებს აჯობა. ხვალ გადაწყდება ამ წონაში ქულების ბედი. ჩვენი ბოლო 3 სპორტსმენი გამოდის და, სავარაუდოდ, მედლებიც გვექნება", - განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული