ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძე მე-15 ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
ნორვეგიაში,  ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 14 აპრილს მედლების მფლობელები 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართველთაგან 18 წლის რევაზ დავითაძემ ორჭიდში 325 კილოგრამით მე-15 ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ A ჯგუფში 9-დან ოთხი ათლეტი, რომლებმაც საწყისი წონები (სამი ატაცში, ერთი აკვრაში) ვერ დაძლიეს, შეუფასებელი დარჩა. კვარცხლბეკზე კი ადგილები ასე განაწილდა: 1. ოლექსანდრ პიელეშენკო (უკრაინა) - 372 (168+204), 2. გაბრიელ სინკარაიანი (რუმინეთი) - 371 (169+202), 3. გეორგიი ცერნეი (რუმინეთი) - 358 (165+193)... 15. რევაზ დავითაძე (საქართველო) - 325 (150+175).

დღეს 94 კილოში (A ჯგუფი)
რაულ ცირეკიძე
იასპარეზებს, ხოლო 105 კილოში (B ჯგუფი) ალუდა მანაგაძე მოსინჯავს ძალებს.

16 აპრილს ფიცარნაგზე ოთხი ჩვენებური გავა: ანასტასია გოტფრიდი (+75, A), გიორგი ჩხეიძე (105, A), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე - +105, A).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
madloba inpormaciistvis.egra ra ragac informscia mogvawidet rom mere shezlebisdagvarad yureba shevzlit.warmayebebi bichebs
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული