კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
კახი კახიაშვილი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადებით, ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კახიაშვილი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძალოსნებმა რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, მესამე კი ირაკლი თურმანიძე იყო.

"ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

როგორც არ უნდა
დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას.

რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესცენტრის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
კახი ლეგენდაა, ვისაც უშუალოდ სეხება გქონიათ იცით დანარჩენებმაც იცოდნენ ასეტი თავდმდაბალი კაცი მშენებლობაზე ''დესიატნიკიც'' კი არ მინახავს. ამ დროს 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი და კიდევ ვერცხლის. ასეთ ადამიანს დიდი დაფასება პატივისცემა სჭირდება თავის ხალხისგან. უფალმა დაგლოცოს ნამდვილო ცხინვალელო გმირო.
gizog
20 აგვისტო 2016 12:30
0
ego1-ს მივმართავ, კახი არის შესანიშნავი ადამიანი და უდიდესი სპორტული მიღწევების ადამიანი, ფსიქიატრულში ზოგიერთები ინდა იყონ, პოლიტიკური ნიშნით რომელი სპორთსმენია ამა თუ იმ პარტიის წევრი ამას არაა აქ მნიშვნელობა ჩემთვის, მთავარია ამ ადამიანმა ბევრჯერ ასახელა ქართული გენი, და ბოღმა და შური ნუ გკლავთ ზოგიერთებს ვინც კახის აგინებთ.
ხვიჩა
19 აგვისტო 2016 10:57
0
ბატონო კახი ჯიგარიხარ და სჰენ არ უნდა მიატოვო სჰენი საქმე ამ დგეებსჰი ვინ იცი რამდენი ბიჰი და გოგოს მოუნდება ზალოსნობასჰი ვარჯისჰი და ნუ დაცყვეტტ გულს ქარტველ ახალგაზდობას.
ბაჯო
19 აგვისტო 2016 08:53
0
შენ სამკურნალო ხარ, შვილო, მაგ მანიაკალურ ავადმყოფობას ბიძინომანია ჰქვია! შენ და შენნაირებს არც ქვეყნის ღირსება ადარდებთ, არც სხვის მიღწევები არ უახრიათ, შურსა და ბოღამში იხრჩობიან! წადი შვილო ფსიქიატრთან და იმკურნალე!
ego1
19 აგვისტო 2016 01:57
0
კახი არის ნაცების ფანი. ეს ვიცი. დანარჩენი არ არის საინტერესო.
ego1
18 აგვისტო 2016 22:14
0
კახი ლეგენდარული პიროვნებაა და უაღრესად პოზიტიური ადამიანი ს=ერთი სიტყვით -კაცი
kosta
18 აგვისტო 2016 21:38
0
კახი კარგი ადამიანია იგი ღირსია კვლავ რომ გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი
guram
18 აგვისტო 2016 19:51
0
არადა კახი რო მოვიდა ფედერაციის პრეზიდენტათ არიქა ბიძინას კაციაო.დდ
qutaiseli
18 აგვისტო 2016 16:37
0
ტაქტიკურად გათვლილი სვლაა. შედეგი არის და მაინც გადადგა თან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ფსიქოლოგიური მონეტია ოლიმპიური ოქროს ფონზე კიდევ უნდ აირჩიონ და გაიგრძელოს ვადა. ოლიმპიური ციებცხელების ეიფორია, რომ ჩაცხრებოდა ვინ იცის იქნება აღარც აერჩიათ. თაგლითური გადაწყვეტილებაა მაგრამ შეერგოს არ არის ცუდი ადამანიანი და არც ცუდა მუშაობენ.
jeims
18 აგვისტო 2016 16:27
0
ამ გუნდმა ბრწყინვალედ იმუშავა.ვფიქრობ ყველამ ერთად უნდა გააგრძელოს მუშაობა და თუ ბატონი ვანო გრიქუროვის დაბრუნებასაც შევძლებთ,ოთხ წელიწადში რუსეთის ნაკრებიც ვეღარ გვაჯობებს თავისი დოპინგებით.
პ.ს. კახი კახიაშვილმა უზარმაზარი ღვაწლი გასწია ქართული ძალოსნობისათვის და დიდი მადლობა მას.
სოსო
18 აგვისტო 2016 16:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული