ისტორიაში პირველად: საქართველოს 23 წლამდე მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ფინალში იტალია ანგარიშით 45:36 დაამარცხა.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 23-წლამდელებს შორის ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპიონატი მოიგეს.

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის 1/2-ფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები ანგარიშით 45:41 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა.

რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ფარიკაობდა: მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია,
ვაჟა რეჭია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც რუსეთთან 38:45 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამარჯვების შემდეგ ორგანიზატორებმა ძველი ჰიმნი ("დიდება") ააჟღერეს :( :D
ჯამლეთ ბაჟუნაიშვილი
26 აპრილი 2017 10:54
0
ოლიმპიადამდე 3 წელზე მეტია დარჩენილი და ყველაფრის მოსწრება შეიძლება
Irakli apkhaidze
26 აპრილი 2017 09:41
0
23 წლამდელთა ნაკრები რაღა უბედურებაა და რა უცნაური სპორტია...თუმცა გილოცავთ ქართველებო რა მნიშვნელობა აქვს მე გავიგებ თუარა ამ სახეობას გილოცავთ
patrioti
26 აპრილი 2017 08:59
0
ბრწყინვალე მიღწევაა...თუ შესაბამისი დახმარება იქნება ოლიმპიური მედალიც იქნება ამ სახეობაში.
ბრავო
25 აპრილი 2017 17:15
0

ამ ბიჭებს სერიოზული სპეციალური ყურადღება უნდა დაუთმოს სპორტის მესვეურებმა,რომ არ დაიფანტნონ და მომავალში მრავალჯერ ასახელონ საქართველო- და რ ა ტ ო მ არა ოლიმპიური ჩემპიონები ?!
glaxuna
25 აპრილი 2017 17:12
0

სიახლეები პოპულარული