ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მფლობელია

AutoSharing Option
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა - თეოდორა კახიანის ოქროს, 15 ივნისს, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი შემატა.

ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე ევროპირველობაზე სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში გამოსვლა დამაჯერებლად დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, გერმანიის წარმომადგენელ მაქს ჰარტუნგთან 11:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული