"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?

AutoSharing Option
“თქვენ გგო­ნი­ათ, რომ გამ­ტე­ხეთ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა! ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი… ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი!“ - ამის შე­სა­ხებ მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ბა­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს იმ­სა­ხუ­რებ­და, რის გა­მოც ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს.

“არ მინ­დო­და და არც ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი პოს­ტის და­დე­ბას და ამა­ზე სა­უ­ბარს! რო­გო­რი სამ­წუ­ხა­როა რომ არ მო­მე­ცით იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ის სი­ხა­რუ­ლი მეგ­რძნო, რა­საც ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებ­დი და მე­კუთ­ვნო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სპორ­ტში… ღმერ­თმა იცის, რამ­ხე­ლა
შრო­მა გავ­წიე მე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. იმე­დია სინ­დი­სი მა­ინც შე­გა­წუ­ხებთ ოდეს­მე და აღი­ა­რებთ ამ არა­სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას…. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა თურ­მე, 2 ოლიმ­პი­ა­და ისე გა­ვი­ა­რე სა­დაც მე ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იმ სი­ხა­რულს და გა­მარ­ჯვე­ბებს ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს! რომ­ლე­ბიც მომ­პა­რეთ ეს უბ­რა­ლოდ რე­ა­ლო­ბაა და ფაქ­ტია...

თქვენ გგო­ნი­ათ, რომ მე გამ­ტე­ხეთ, რაც სულ გინ­დო­დათ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა … ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… მე დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი და ამას ვამ­ტკი­ცებ­დი მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე… უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის და არა­სა­მარ­თლი­ა­ნი მსა­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად…. მე ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი! ვერ გამ­ტე­ხავთ!
მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს და ჩემ ქვე­ყა­ნას, ვინც გვერ­დში და­მიდ­გა და მიდ­გას და მად­ლო­ბა დღე­ვან­დელ დღეს ლა­შას და გე­ნოს, რომ­ლებ­მაც კი­დევ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცეს, რომ ვებ­რძო­ლო უდი­დეს უსა­მარ­თლო­ბას! და ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია! მე ვაგ­რძე­ლებ და გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას და და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, მე სან­დრო ვარ ბა­ზა­ძე და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მე წა­გე­ბას არ ვე­გუ­ე­ბი და უსა­მარ­თლო­ბას! სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ არ წა­მი­გია და ანუ უსა­მარ­თლო­ბას ვებ­რძვი და გა­ვაგ­რძე­ლებ და და­ვა­მარ­ცხებ! მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თველ­ნო! არ გა­ჩერ­დე, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად! ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ამ ის­ტო­რი­ულ დღეს!

ლაშა, გენო მიყ­ვარ­ხართ!“- წერს სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სან­დრო ბა­ზა­ძე 1/8 ფი­ნალ­ში მსაჯ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ეგ­ვიპ­ტელ ამერ­თან 14:15 და­მარ­ცხდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ამ ბა­ზა­ძის ას­პა­რე­ზო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფა­რი­კა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მსაჯ­თა კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს სა­ჩივ­რის წე­რი­ლით უკვე მი­მარ­თა. რო­გორც ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სან­დრო ბა­ზა­ძის მი­მართ, სა­ვა­რა­უ­დო უსა­მარ­თლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ზე ექ­ვსი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლია. ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს, ლაშა ბე­ქა­უ­რი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა ბრინ­ჯაო მი­ი­ღო, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა კი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლად იზე­ი­მა.

წყარო: Ambebi.ge

alt"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება

altფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

altსირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
Ექსპერტებო! Მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება, ოლიმპიადა კი 4 წელში ერთხელ! Მსოფლიო ჩემპიონი 1 წლით ხდება სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი სამუდამოდ რჩება. Ამიტომაც, სპორტში ყველაზე მეტად ფასობს!
Ზაზა
11:54 11-08-2024
0
რა სიმდაბლეა! გენოს ადგილას რომ ყოფილიყო…. გამარჯვება ვიზეიმეთ და კაცმა თავიდან დაიწყო?!))- ეს გასკდებიდა ტირილით და ჩივილით
შალვა
11:33 11-08-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული