მეთვრამეტე ნომრად განთესილმა ამერმა ბაზაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, თუმცა ქართველი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს და უშედეგოდ აპროტესტებდა. ის ამბობდა, რომ მოწინააღმდეგემ ხუთი შეცდომა დაუშვა და არბიტრების გადაწყვეტილება სირცხვილი გახლდათ.
ამ ყოველივეს შემდეგ ბაზაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ზემოთ აღნიშნულს გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში იმით დავიწყებ! მადლობა თითოეულ ქართველს ეს რა მაგარი ერი ვართ როგორ
დღეს რაც მოხდა ეს უკვე განმეორდა თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი მსაჯი თუ წესიერი იქნება მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებთქო…. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება.
ეს არის სპორტი სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…
იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია ვარ! ჩემ ნახევარ ცხოვრებაზე მეტი!!! როდესაც ამ სპორტში მოღვაწეობა დავიწყე დამიჯერეთ რომ ეს სპორტი არ არსებობდა საერთოდ… და მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა და თავისი განათლებით და უნარით აღზარდა უამრავი მაგარი სპორცმენი!!!
პირველივე საერთაშორისო შეჯიბრიდანვე მახსოვს როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა!!!! მიხეილ მარდალეიშვილი , ბექა ბაზაძე , საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი,ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართკილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე!!!! აქ არიან მოფარიჯავეები რომელბმაც აჩვენეს და აჩვენებენ კიდევ ძალიან დიდ შედეგებს!!! მე სანდრო ბაზაძემ მიუხედავად იმისა ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად გაჭირვებიდან მიღწეულმა ნომერ პირველამდე მისულმა სპორცმენმა რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ!!!
დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი რომ აქ სამართალი არ არსებობს….
საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ! მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიყვარხართ თითოეული ქართველი ! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველივე დღიდანვე მაგრამ არ მაძლევენ ამის საშვალებას ეს გარეწრები!!!
მე ტყუილს არ ვლაპარაკობ მე 2 შვილი მყავს და არ მინდა მათ მატყუარა მამა ყავდეთ!
მერაბ ბაზაძე გმირია! 1 ხმალი გვქონდა და რო გატყდა ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა და ფეხზე არაფერი არ გვეცვა აი ესე გავხდი მე მსოფლიოში პირველი ნომერი!
მაგრამ შეშურდა მთელ მსოფლიოს როგორც ჩანს… მე მადლიერი ვარ ღმერთის რაც გამაჩნია რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ !!!! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს იმის მიუხედავ რომ ძალიან იმედ გაცრუებული ვარ და გულგატეხილი…
საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა!ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!", - წერს ბაზაძე.
სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]
ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა
1. რატომ გებრძვიან პირადად შენ და/ან ქართველ სპორტსმენებს მსაჯები?
2. რატომ უნდა ჩაეთვალოს ქულა ერთ სპორტსმენს როდესაც სენსორული სისტემა აჩვენებს რომ მეორემ “უჩხვლიტა” პირველმა?
3. რატომ ხდება ისე რომ თითქმის ყველა ჩხვლეტაზე ორივე სპორტსმენი ზეიმობს და ამტკიცებს რომ თავად უჩხვლიტა პირველმა?
4. რატომ შეშურდა (შენი სიტყვებით) მსოფლიოს ქართველი სპორტსმენების გამოჩენა? (სიმართლე უნდა ითქვას შენს გარდა მსოფლიოს რომ შეეშინდეს ეგეატი ჯერ არავინ გვყვავს!
5. თუ ეს სპორტი მასობრივად უსამართლოა მაშინ ლოგიკურად ის უსამართლოა ყველას მიმართ და შენ ისე გამოგდის რომ მარტო შენ გებრძვიან. შეიძლება ასეც იყოს და ამიტომ აგვიხსენი რატომ? იქნებ “ავუფეთქოთ” სოცქსელები და დაგეხმაროთ?….
6. შენი კი გვჯერა მაგრამ რთული დასაჯერებელია რომ 21 საუკუნის 20-ანი წლებია და არ არსებობს სისტემა რომელიც გამოავლენს რომელი ხმწალი შეეხო მოწიმააღმდეგეს პირველი? ეზ ხომ აბსურდია! თუ ასე ბნელა და ასეა ესეც აგვიხსენი რატომ…
7. და ბოლის, თუ ეს სპორტი ასეთი უსამართლოა წესით ყველა (ბევრი) უნდა ივაგრებოდეს და გულზე ხელის დადებით, იქნებ შენც მოგიგია მატჩები და ტირნირები უსამარართლოდ? თუ საშენოდ არასოდეს შემცდარან? ხოდა თუ მომხდარა მაშინ გამოდის რომ ხან მოგაგებინეს და ნან წაგაგებინეს და ბარი ბარშიო რო იტყვიან.
მოკლედ დიდ წარმატებას გისურვებ და შემართებაში გეტყობა რომ მაინც გახდები ოლიმპიური ჩემპიინი მაგრამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თან ისეთი პასუხი რომ არც სასაცილოდ ჟღერდეს და არც მიკერძოებულად.