ბექა ბაზაძე ევროპაში მესამეა - ასეთი წარმატება ქართულ ფარიკაობას 25 წელიწადია, არ ჰქონია

AutoSharing Option
სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა 23 წლის მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

25 მაისს შეჯიბრება დაასრულეს მოხმალავეებმა. შესანიშნავად იასპარეზა ბექა ბაზაძემ - ასპარეზობის 45 მონაწილეს შორის მან მე-3 ადგილი დაიკავა.

ბექამ ჯგუფურ ტურნირში 6-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო და მეთექვსმეტედფინალში აღმოჩნდა. აქ მისი მეტოქე იყო იუნიორებში გერმანელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მაქსიმილიან ქინდლერი.

პაექრობა დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. ქართველი მუშკეტერი შეხვედრას 13:14 აგებდა, მაგრამ ბოლო ორი წარმატებული შეტევის შემდეგ (15:14) მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მსგავსი ანგარიშით სძლია იტალიელ ფოჩინის.

მეოთხედფინალშიც აპენინელს დაუპირისპირდა. სბრადიამ ქართველს
სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 8:15 დამარცხდა. ეტყობა, ბექამ წინა პაექრობების მოგებას დიდი ენერგია შეალია, ნახევარფინალისთვის ძალების სრულად აღდგენა ვერ მოახერხა და იუნიორებში უნგრელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ სპრაზმარს 7:15 დანებდა.

ამ წაგების მიუხედავად, ბექა ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ასეთი წარმატება ქართულ ფარიკაობას 25 წელიწადია, არ ჰქონია.

რაც შეეხება ბარტისლავაში გამართულ ფინალურ პაექრობას, სპრაზმარმა რუსი მაქსიმილიან პალოკი 15:7 დაჯაბნა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული