25 მაისს შეჯიბრება დაასრულეს მოხმალავეებმა. შესანიშნავად იასპარეზა ბექა ბაზაძემ - ასპარეზობის 45 მონაწილეს შორის მან მე-3 ადგილი დაიკავა.
ბექამ ჯგუფურ ტურნირში 6-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო და მეთექვსმეტედფინალში აღმოჩნდა. აქ მისი მეტოქე იყო იუნიორებში გერმანელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მაქსიმილიან ქინდლერი.
პაექრობა დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. ქართველი მუშკეტერი შეხვედრას 13:14 აგებდა, მაგრამ ბოლო ორი წარმატებული შეტევის შემდეგ (15:14) მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მსგავსი ანგარიშით სძლია იტალიელ ფოჩინის.
მეოთხედფინალშიც აპენინელს დაუპირისპირდა. სბრადიამ ქართველს
ამ წაგების მიუხედავად, ბექა ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ასეთი წარმატება ქართულ ფარიკაობას 25 წელიწადია, არ ჰქონია.
რაც შეეხება ბარტისლავაში გამართულ ფინალურ პაექრობას, სპრაზმარმა რუსი მაქსიმილიან პალოკი 15:7 დაჯაბნა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"