საქართველოს თასზე ქუთაისელებმა უკეთ იხმალავეს

AutoSharing Option
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ეგიდით ქუთაისის სპორტის სასხლეში ჩატარდა საქართველოს თასის გათამაშება ფარიკაობაში ვაჟთა და ქალთა შორის.

ტურნირის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და იმერეთის ფარიკაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კირკიტაძემ შეიტანა.

შეჯიბრებაში ქუთაისის, თბილისის, აჭარის, აფხაზეთის, რუსთავის, ზესტაფონისა და წყალტუბოს წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ყველაზე წარმატებულად ქუთაისელი მოფარიკავეები გამოვიდნენ. მათ ჯამში 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ქუთათურებს ორი მედალი მარია ზაკარიჩენკომ მოუტანა, რომელმაც რაპიაშიც და დაშნაშიც იფარიკავა და ორივე სახეობაში მეორე ადგილი დაიკავა. მასპინძელთა
გუნდი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 15 ფილიალის მოფარიკავეებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ განსაკუთრებით ხმალში და დაშნაში (ქალები, ვაჟები) გამოიჩინეს თავი. რაპირაში კი ყველას თბილისელმა მოფარიკავეებმა აჯობეს და ამ სახეობაში ექვს მედალს დაეუფლნენ.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს ფარიკაობის ფედერაციის მიერ დაწესებული მედლები და თასები გადაეცათ.

8 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოფარიკავეები ისევ შეიკრიბნენ და ამჯერად გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში დაიწყეს ასპარეზობა.

კვარცხლბეკი
ხმალი
ვაჟები: 1. სანდრო ბაზაძე, 2. მიხეილ მარდალეიშვილი, 3. ბექა ბაზაძე, 3. გიორგი გორგიძე (ყველა ქუთაისი).
ქალები: 1. ანა სინატაშვილი, 2. ქრისტინე სანდუხაძე, 3. თეონა ყვავაძე, 3. მარი კენჯია (ყველა ქუთაისი).

რაპირა
ვაჟები: 1. არჩილ უგულავა, 2. ლუკა ღაღანიძე (ორივე_თბილისი), 3. ავთანდილ ჭეიშვილი (ქუთაისი), 3. გიორგი გელაშვილი (თბილისი).
ქალები: 1. თეონა გოგლიძე (თბილისი), 2. მარია ზაკირიჩენკო (ქუთაისი), 3. ლიკა ჭიჭეიშვილი, 3. ანა მელია (თბილისი).

დაშნა
ვაჟები: 1. გიორგი ნაცვლიშვილი, 2. ანზორ ყურაშვილი, 3. დავით არველაძე, (სამივე ქუთაისი) 3. ირაკლი კნიაზეკი (თბილისი).
ქალები: 1. ხატია ლელაძე, 2. მარია ზაკირიჩენკო, 3. ნათია ჩაჩხიანი, 3. მარი ლომიძე (ყველა ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარია ზაკირიჩენკოს შეეძლო გეამარჯვა მაგრამ წელი ატკივდა
0

სიახლეები პოპულარული