- ყველა სპორტსმენი, ვინც ტურნირში მონაწილეობდა - ვაჟკაცია, მეომრის სულისკვეთებისაა და მიხარია, რომ საქართველოს ასეთი ჯანსაღი მომავალი ეზრდება - გვითხრა ლევანმა.
- ამბობენ, კონტაქტური კარატე საშიშიაო.
- შორიდან, შეიძლება ასე ჩანდეს,
- ტურნირს სახელად "ბუშიდო" რატომ შეურჩიეთ?
- ქართველები მებრძოლები ვართ და ამიტომაც იაპონურიდან შევარჩიეთ ჩვენი სულის და ფიზიკური მდგომარეობის გამომხატველი სახელი - "ბუშიდო". ჩვენ ვზრდით, ნამდვილ მეომრებს, რომლებიც კარატეს ტატამზეც და ცხოვრებაშიც ვაჟკაცურად იბრძოლებენ. დავამატებ, რომ ტურნირი ყოველწლიური გახდება. გვინდა იგი უცხო ქვეყნებისთვისაც პრესტიჟულად ვაქციოთ.
-ტურნირი პრიზებითაც გამორჩეული იყო.
- მედლები და დიპლომები თავისთავად. ფედერაციამ დააწესა სპეციალური თასი საუკეთესო მებრძოლისთვის, რომელიც ალექსანდრე ჯაფარიძემ მიიღო. ამ ბიჭმა საოცრად ლამაზად, არაჩვეულებრივი ტექნიკით და ძალით, მოქნილობით და სისწრაფით იბრძოლა. "ფერგანამ" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც წალენჯიხელ სპორტსმენს, კიდევ ერთ საუკეთესო კარატმენს ერგო მაღალი დონის ტექნიკისთვის. იყო სხვა პრიზებიც.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- სურვილი გვაქვს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენსა და ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ვიცე -შეფ-ინსტრუქტორს შორის მიღწეულია შენათანხმება, რომ ჩვენთან სემინარი ჩაატაროს 2012 წლის 21-23 ივნისს. ეს არის ლეგენდარული ოსტატის, მეათე დანის მფლობელის, მორიო ჰიგაონას პირადი მოსწავლე და ასევე ლეგენდად ქცეული კარატმენი და მისგან ქართველები ბევრს ვისწავლით. ასე რომ, სპორტსმენებს მრავალ ტურნირსაც ვპირდებით და ცოდნის ამაღლებასაც.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"